Xcaucasus - პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის კლუბი

ჰაწვალზე პარაპლანით ფრენა
ფრენა რუსთვში პარაპლანით
ფრენა პარაპლანით
სვანეთში ფრენა პარაპლანით
რუსთავში პარაპლანით ფრენა
პარაპლანით ფრენა ჰაწვალზე
პარაპლანით ფრენა თეთნულდზე
პარაპლანით ფრენა გუდაურში
პარაგლაიდინგი რუსთავში
პარაგლაიდინგი გუდაურში
xcaucasus პილოტები

პარაგლაიდინგი ეს არის ექსტერმალური სპორტის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. ის მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ევროპაში იღებს სათავეს და დღემდე უფრო და უფრო უსაფრთხო და პოპულარული ხდება მსოფლიოს მასშტაბით. გამონაკლისი არც საქართველოა

ჩვენი ქვეყანა კი, მისი მთიანი რელიეფით, პარაგლაიდინგის განვითარების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში. კავკასიონის მთათა სისტემა და ბუნებრივი კლიმატი პარაგლაიდინგის, როგორც სპორტის განვითარების ძალიან დიდ პოტენციალს იძლევა.

პირველი აქტივობები ამ მიმართულებით 90-იან წლებში დაწყო უცხოელი და ადგილობრივი პილოტების მიერ თბილისის მიმდებარედ თუ გუდაურში. სწორედ მათი დიდი დამსახურებაა რომ ამ სპორტის და ფრენის ინტერესი დღითიდღე იზრდება

და ამიტომაც 2019 წელს გადავწყვიტეთ რამოდენიმე ახლო მეგობარმა რომლებსაც პარაგლაიდინგით ფრენის სიყვარული გავერთიანებდა შეგვექმნა პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის კლუბი Xcaucasus-ი და მიზნად დავისახეთ ამ სპორტის კიდევ უფრო განვითარება სხვა კლუბების პარალელურად.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია ამ სპორტის როგოც აკადემიური ასევე სპორტული თუ კომერციული მიმართულებით ხელშეწყობა. დავაკავშიროთ პარაპლანით ფრენით დაინტერესებული ადამიანები Xcaucasus-ის ი/მ ტანდემ პილოტებს და ვიზრუნოთ მათი ფრენის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე. უფრო მეტად მოვახდინოთ პარაგლაიდინგის ტურისტულ ბიზნესში ჩართულობა და ხელი შევუწყოთ ი/მ ტანდემ პილოტების სწორხაზოვანი ბიზნესის ჩამოყალიბებას ასევე პარაგლაიდინგით ფრენის შესწავლით დაინტერესებულ მსურველებს დავეხმაროთ დავაკავშიროთ პროფესიონალ ინსტრუქტორებს და რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი პილოტი აღვზარდოთ.

ჩვენი ხედვა

ამ სპორტის განვითარება პირდაპირ პროპორციულია სასწავლო - გადასამზადებელი სილაბუსების შედგენასა თუ და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, პილოტების რაოდენობის ზრდაზე და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი მსურველის გასაწევრიანებლად ჩვენ კუბში. ჩვენათნ უსაფრთხოებას ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა და ყოველთვის ასე იქნება!
7

ტანდემ პილოტი

12

სოლოპილოტი

7

საფრენი ლოკაცია

3

პარამოტორის პილოტი

ჩვენი პილოტები

ეს არის ჩვენი მფრინავთა ოჯახი. რომელიც სულ უფრო და უფრო ვიზრდებით და ვითარდებით. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ახალი წევრებსი ჩვენ კლუბში გასაწევრიანებლად.

გინდა ფრენა?