გუდაურში პარაგლაიდინგის რუსი ტანდემ პილოტის ,,დაუდევარი თუ განზრახული” თავდასხმა ქართველ პილოტზე
24 თებერვალია. დღეს დილას პუტლერი შეიჭრა უკრაინაში. არადა, 25 თებერვალმა ერთხელ უკვე დაუზამთრა 70 წლით გაზაფხული საქართველოს. გუშინ იუნკერების ხსოვნის დღე იყო!
– თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
– ხო, ეს კოლაუ ნადირაძის ლექსია, არადა საბჭოთა კავშირის სკოლებში ბავშვებს ასწავლიდნენ ,,25 თებერვალო საქართველოს გაზაფხული ხარო!”- ტფუ მაგათი!
გუდაურში ვართ. პარაპლანის პილოტები, მოთხილამურეები, პოეტები, მწერლები, მუსიკოსები, ფილოსოფოსები, პროლეტარები ყველა ომზე საუბრობს და რუსეთს დედას აგინებენ. მეც გატენილი ვარ ემოციეებით, ერთი რუსი გოგო ვაფრინე და სულ ,,პუტინ პიდარასტ” და ,,ხუილო’’ ვაყვირე ჰაერში. აქ უნდა დავრჩე აღარ მინდა რუსეთშიო. რუსის ქალი ხომ რუსის ტანკზე უარესია! ეს ისტორიამ ბერჯერ დააამტკიცა!
– ამ რუსმა ,,პრაშლიაკმა პილოტებმა” როდის უნდა გააჯვან აქედან – გაბრაზებული მეკითხება ერთი პილოტი მეგობარი
– ტყვეები ყავთ არ ხედავ შეჩემა, მონები არიან, ჩვენც გვყავდა აფხაზეთში რუსი მონები, გომურში ცხოვრობდენე და ჭიქა არაყზე პახაობდენ მთელი დღე, რუს ბომჟებს რა გამოლევს და კიდევ რუსის ბოზებს დედამიწაზე… – ჰაჰჰა, ხუმრობით ვპასუხობ გოგას.
– ეს ჩემის მოტყნული პუფზე ფეხებს ამოირთხამს და მთელი დღე ასე ზის, შიგ ხომ არა აქვს ამას – ხელს იშვერს და ერთი რუსი პილოტისკენ მიმითითებს. – რას აკეთებ-თქო რომ ვკითხე – მზისგან ენერგიას ვიღებო, ვმედიტრებო! თან ამ შუა ცენტრში რომ ზის ასე, ეს ყლეფანდურა მაგრა მაღიზიანებს, შამანია მემგონი ეს ნაბოზარი, თან ხომ იცი, საბჭოთა ტანკისტის ქუდით დაფრინავს…..
– მიდი და უთხარი ეგ მზე ლომისას ადგას შარავანდედად და მაგ შამანობით ამ მიწაზე შორს ვერ გაფრინდები თქო – იუმორით ვპასუხოობ გოგას. ჩვენ ჩვენი მფარველი ანგელოზები გვყავს და მათი მადლით უნდა ვიფრინოოთ სულ მაღლა და მაღლა გოგა, შეეშვი ერთი მაგის დედაც! არადა აქ ერთი რამე რომ დაიწყოს ეგენი ყველა ჩვენ წინააღმდეეგ წამოვლენ და პირველი გეგმა რაც აქვთ გუდაურის წაღება უნდათ, ოსების სოფელი იყოო, მაგითი აპრავებენ ეგ ნაბოზვრები, ყაზბეგი ჩრდილოეთ კავკასია არისო და თქვენ არ გეკუთვნითო.
– წავედი საფრეენად, აი მეძხიან.
– ხო მეც მომიწევს მგონი მალე , მიდი, მიდი! – ასე დავშორდით უცებ, არადა რას ვიფიქრებდი ეს შამანი ნაბიჭვარი თავს რომ ,,დამესხმოდა” ცოტა ხანში. რას გაიგებ , ვინ რას ფიქრობს და თავში ვის რა აზრები უტრიალებს და ვინ როგორ სუნთქავს?!
ძალიან ამაყი ვიყავი უკრაინის დროშის ფერის ფრთით რომ დავფრინავდი ამ დღეს, ყვითელი ლურჯ ფერებში, სულ სამ პილოტს გვაქვს ასეთი ფერების ფრთა მთელს გუდაურში. სოლიდარობის გრძნობით ვიყავი: ახლა თუ მოეღება ბოლო ერთხელ და სამუდამოდ რუსის ტანკს თქო, რა კარგი იქნება ერთი პატარა რუსეთი რუსის ტანკის გარეშე ევროკავშირში, დაისვენებს მსოფლიო – ბაშკირია, თათარისტანი და ეს რუსი თათრები ცალკე რესპუბლიკად უნდა გაუშვა, კავკასიამაც ხომ უნდა ამოისუნთქოს ამ 200 წლის მერე, ჩეჩნებს ხომ რა უყვეს?! არა დუდაევის ჩეჩნები იმსახურებენ დამოუკიდებლობას აშკარად! ჩერქეზები ხომ გააქრეს საერთოდ და ინგუშები და აფხაზები რამდენჯერ ყავთ გასახლებული ამ ნაბიჭვრებს, არადა კიდევ მაგათ უკრავენ ტაშს ეს აფხაზები, რა ხალხი ვართ ასეთი? მტერს და მოყვარეს რომ ვერ ვარჩევთ ერთმანეთისგან და ერთმანეთის სიძულვილით ასე რომ ვსაზრდოობთ, ოღონდ ერთმანეთი არ გავახაროთ და არაფერი ვაპატიოთ ერთმანეთს და მზად ვართ სატანას მივართვათ სული იუდასავით. უზომო კავკასიურმა სიამაყემ იცის ეს, ამპარტავნებაში გადაზრდილმა. სატანაც ანგელოზი იყო მაგრამ ამპარტავნებამ ეშმაკის თანაზიარი გახადა. ღმერთო გვიხსენი ამ საშინელი ცოდვისგან და გააერთიანე და გაამთლიანე საქართველო!
საფრენად ავდიოდი, გონდოლის საბაგიროში ვიჯექი და ჩემს გემოზე ვჭრიდი და ვკერავდი რუსეთს, გული შემსტკიოდა, როგორც ერთ რიგითს ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ერთი ომანელი ქალი ამყავდა საფრენად, ძალიან დახვეწილი და განათლებული ქალი იყო. ჩემთან ფრენა ისე მოეწონა შვილიც დაარწმუნა რომ ეფრინა: მხოლოდ შენ განდობო და მთხოვა:
– ეს ძალიან ექსტრემალი მყავს და ჰაერში მაგრა ატრიალე. ისეთი უშიშარია სიკვდილის კარამდეც გამოგყვებაო…
– სიკვდილის კარზე დასაკაკუნებლად ჯერ არ გვცალია ქალბატონი, 100 წლის მერე მხოლოდ – რას ბჟუტურებს თავის 12 წლის შვილზე ეს ქალი-თქო, კი გავიფიქრე ერთი და ხელი გადავდე ალის და კუდების საბაგიროსკენ დავაწექიით.
მშვენიერი ამინდი იყო. ჰაერში არაფერი არ ხდებოდა საერთოთ რბილი და უსაფრთხო საფრენი დღე იყო. შავდათუაშვილთან ფრენის დროს გაყინული კარაბინი რომ არ ჩაიკეტა და გამეხსნა მაგის მერე 10-ჯერ უფრო ყურადღებით ვარ preflight chek-ზე. მშვიდად მოვფრინავთ, ალი მთელი ინტერესით მეკითხება, თუ როგორ დავფრინავთ? მეც ვუხსნი, მერე პატარა ექსტრემალური ილეთისთვის მოვამზადე ფსიქოლოგიურად, ძალიან მოეწონა, პატარაზე კიდევ ვცდილობ რომ გავაგრძელო და ცეკვა კეკვით ჩავიყვან ბოლომდე-თქო….. და უცებ – ბუხ…აფეთქების ხმასავით, სასწაული ხმა, წამის მეასედებში გაგივლის ათასი აზრი მაგ დროს ადამიანს თურმე, ვიფიქრე: წინა სტროპები დამიწყდა უეჭველი, მარა რანაირად ასე უცებ ასეთ მშვიდ ამინდში, რას ვაკეთებდი ეგეთს რომ დამწყდარიყო?! …. ფრთა მთლიანად მომიტყდა, ტვისტში დამატრიალა, ქვემოთ რომ დავიხედე დაახლოებთ 150 მეტრამდე მქონდა სიმაღლე….გვერდით საბაგიროები იყო. თუ წინა სტროპები დაწყდა ფრონტალურ კოლაფსებიდან ვერ გამოვიყვან ფრთას, თან შეიძლება ჰელიკოში დამატრიალოს, ძალიან დაბალ სიმაღლე მაქვს თადარიგის პარაშუტი რომ გაიხსნას და ზედმეტი ექსპერიმენტების გარეშე მალე უნდა გამოვიყენო და ზემოთ არც ამიხედია ისე ამოვიღე და მოვისროლე. ეს ყველა ფიქრი 3 წამში ჩაეტია. ალბათ ესააა ადამიანური რეფლექსი, ინსტიქტი თვითგადარჩენის. პროფესიული კუთხით შეცდომა დავუშვი რომ ზემოთ არ ავიხედე და კარგად ვერ გავაცნობიერე თუ რა ჭირდა ფრთას და მანადე გავხსენი თადარიგი, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაერი ზამთარში ასეთ მშვიდ ამინდში, სტროპების დაწყვეტის გარდა რა უნდა დამართნოდა ფრთას? წინა სტროპები თუ დაუწყდა რამე დეფექტის გამო, ვერც გასწორდებოდა და დროულად უნდა მემოქმედა. მოულოდნელობისგან დაშოკილი, მაგრამ უსაფრთხოდ დავეშვით. ალიმ ეს ყველაფერი აღიქვა, როგორც ექსტრემაური ილეთი. თადარიგის პარაშუტიც მარტივად გაიხსნა. არადა დიდი ხნის ნადები იყო და სულ სამი დღის წინ გადამიკეცა ერთმა უკრაინელმა პილოტმა @ანატოლი მიხაილუტამ და მადლობა მას. თუ არა ახალი გადაკეცილი თადარიგი შეიძლებოდა ასე მალე არც გახსნილიყო. ადგილობრივი ბიჭები ბურანებით ეგრევე მოვიდნენ.
– რა მოხდა, რა მოგივიდა, ხომ კარგად ხართ?
– კი, კი ყველაფერი კარგად, რავი რანაირად მარა წინა სტროპები გამიწყდა და გუმბათები დაიხა…
და დახეულ სტროპებს და გუმბათს დავცქერივარ. 3 სტროპა დახეული იყო და გუმბათები მართლა. ბიონის ტანდემის ფრთა ცნობილია თვისი უსაფრთხოებით და გამძლეობით და ეს სასწაული მე რანაირად შემემთხვა – ამას ვფიქრობ. ბიჭებმა ბურანებით უცებ გადაგვიყვანეს გონდოლის საბაგირეობამდე და ყველას ვარწმუნებდი რომ წინა სროპები დამიწყდა, ყველაფერი ხდება და შემთხვევითობას დავაბრალე. ღვთის მადლით ყველაფერი კარგად დასრულდა!
– სასწაული ხმა ქონდა დაბლიდან, აქაც, დაბლა გავიგეთ, გვეგონა რაღაც აფეთქდაო, ძალიან დაბალ სიმაღლეზე იყავი და ყოჩღ როგორ მოასწარი რეაგირება… ზოგი მაქებდა, ზოგიც – ყველანაირი სასწაული შენ როგორ უნდა გადაგხდეს, თავს გაურთხილდიო – მამხნევებდენ.
– რაც მიყვარს ის ვიცი რომ არ მომკლავს არასდროს – თქო.
– ხოდა რაც არ გკლავს ეგ კიდევ უფრო გაძლიერებსო – მებაღა მეუბნება – და ძლიერად იყავიო სულ!
ცოტა ფსიქოლოგიური სტრესი რომ მომეხსნა @skykings კლუბმა დახმარება მთხოვა. მეც ნოდოს ფრთა გამოვართვი უცებ და ისევ წავედი საფრენად არც დავფიქრებულვარ ისე. რანაირი სასწაულიც არ უნდა იყოს ეს რუსი ტანკისტი მომიჯდა გვერდით და ერთად მოგვიწია საბაგიროთი ასვლა. უკვე 5 საათი ხდებოდა და კუდების საბაგიროზე არავის სვამდნენ. საბაგიროების თანამშრომლებს, რომ ვთხოვე გამითვალისწინეს ბიჭბმა და უკუღმა რომ ტრიალებდა ისეთ საბაგიროს მოვახტი, ეს რუსიც ავიყოლიე და გვერდით მიზის, ვცდილობ რომ ამ სტრესის მერე ჩემთვის ვიყო, შებრუნებული საბაგიროთი მაღლა ავდივართ და ლომისას ვუყურებ და გულში ვლოცულობ, მადლობას ვუხდი უფალს გადარჩენისთვის. 50-ე და 90-ე ფსალმუნები ჩავიკითხე გულში და ღმერთთან რომ ვსაუბრობ ისე ეს რუსი ტანკისტი მეკითხება:
– რას აკეთებ? ლოცულობ?
– ღმერთან მე ჩემი საუბარი მაქვს სულ ყოველთვის
– შენ იყავი თადარიგის პარაშტი რომ გახსენი? რა მოხდა? რა მოგივიდა?
– კი მე ვიყავი, ეტყობა რაღაც ბრაკი იყო და წინა სტროფები უცებ დამიწყდა, ეტყობა ეგეთებიც ხდება – ვპასუხობ წყნარად და ისევ ლომისას ვუყურებ და ღმერთან საუბარის გაგრძელება ვარჩიე. თან ეს უკუღმა რომ ვიჯექი საბაგიროზე გოუპრო ამოვიღე და ვიღებ ამ უჩვეულო სილამაზეს. უცნაურად ლამაზი დღე იყო, მზე ისე ლამაზად ადგა შარავანდედივით ლომისას სალოცავს და თოვლით გადათეთრებული კავკასიონი მზის ჩასვლისას მეწამულისფერში გადადიოდა ნელნელა… მართლა საოცრად ლამაზი და უჩვეულო დღე იყო ყველანაირად! რამდენჯერ მქონდა ეს ყველაფერი ნანახი მაგრამ დღეს სულ სხვანაირად ვგრძნობდი ამ ყველაფრს, ყველა გრძნობა სულ სხვანაირად აწვდიდა გონებას განცდილს.
– კაი ადამიანი ხარ გეტყობა და ღმერთსაც ამიტომ უყვარხარო – საბაგიროდან რომ გადმოვდიოდით ერთი ეს მითხრა ამ რუსმა, მეც მადლობის ნაცვალდ ზრდილობიანად გავუღიმე. შენ რა გქვია-თქო ერთი ეგ ვკითხე მეც. – პაშაო – მიპასუხა და ისევ ჩემს მგზავრს მივუბრუნდი გასაფრენად რომ მომემზადებინა.
ფრენამ ცოტა მდგომარეობიდან გამომიყვანა და ყველანაირი სტრესი მომეხსნა ვითომ არც არაფერი მომხდარიყო. ბავშვის დედას დავურეკე და ავუხსენი თუ როგორი ექტრემალური ფრენა გვქონდა, მადლობები გადამიხადა, კაფეში მეპატიჟებოდა, და ბედნიერი ხმით მეუბნება – ჩემი შვილის ბრალია, ეგ არის ეგეთი ექსტრემალიო. ერთი ეგ იყო, რომ ბოლომდე არც ერთს არ გვქონდა გააზრებული რა მოგვივიდა – არც მე, არც დედას და არც 12 წლის ალის.
ერთი სული მქონდა სახლში მივსულვიყავი და გოუპროს კადრებისთვის მეყურებინა.
თვალებს ვერ დავუჯერე!
– ნოდო ხედავ ამას! რა მოხდა დრონი მეჯახება თუ რა ხდება? როგორ ტყვიასავით ჩამიქროლა რაღაცამ. – უკვე მივხდი რომ სტროპები თავისით არ გამწყდარა, რაღაცა დამეჯახა! მე ავფორიაქდი და უცებ აქეთ იქით დავიწყე სიარული.
– დრონი კი არა ვიღაც მეორე პარაპლანით გეჯახება, მოიცა ყურადღებით ვნახოთ, აი ზემოთ ყვითელი აცვია, ქვემოთ წითელი, ნივიუკის ფრთაა მგონი, ის რუსი ტანკისტია გონდოლებზე შუაში შამანივით რომ ზის ხოლმე.
არ ვიცი რამდენჯერ გადავახვიე და ვუყურე კადრებს, ძალიან გაბრაზებული ხან რანაირად მინდოდა მოქმედება და ხან რანაირად შური რომ მეძიებინა. შემთხვევითობას დავაბრალე, მაგრამ რატომ არ მოვიდა და არ მითხრა, რატომ არ მოიხადა ბოდიში ეგრევე, თან საბაგიროთი ერთად რომ ავედით მეკითხებოდა: რა მოგივიდა? რატო მოგიწია თადარიგის პარაშუტის გახსნაო? თან დამიმალა ამ ნაბოზარმა! ხედავ რამხელა გაბედა?! ღორივით უნდა გამოვჭრა ყელი, აი, ლომისას რომ უყურებს და რაღაც შამანის ლოცვებს რომ კითხულობს მაშინ. მაშინ აივსება მზის ენეერგიით კარგად ყელიდან სისხლი რომ გამოასხამს – ვიძარდი გაბრაზებულზე და თან ბოლთას ვცემდი გიჟვით. ბევრმა დამირეკა იმ საღამოს, ბევრმა მომიკითხა. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა და თვალებში შევხედავდი. ბიჭებიც ჩავაყენე საქმის კურსში ვისთანაც ეს მუშაობდა – ბაზარი არაა თვითონ უნდა გაგცეს პასუხიო! ყველაზე უფრო, რომ დამალა, მაგაზე ვიყავი გაბრაზებული. მიხვდა, რომ ვერაფერს მივხდი, სტროპები გაწყვეტილი და გუმბათი გახეული, რომ იყო გაიგო და დიდი შანსი ქონდა, რომ ჩემს გოუპროს კადრებშიც არც არაფერი გამოჩენილიყო. იმ ბავშვისთვის გაშლილი გოუპროს ჯოხი გვერდითა რაკუსით, რომ არ დამეკავებინა არც არაფერი გამოჩნდებოდა და ვითომც არაფერი გააგრძელებდა თავის უნამუსო ცხოვრებას.
მოერე დილას ღმერთს ვთხოვე რომ სწორად და რაციონალურად მოვქცეულლვიყავი, მაგრამ ერთი მაინც უნდა მეცემა, რომ დამიმალა და აღარ თქვა არაფერი. შემთხვევით უბედური შემთხვევა ყველას შეიძლება მოგვივიდეს თქო და ამ აზრით ავედით მთაზე. ეს ისევ საბაგიროსთან იდგა და როგორც კი დამინახა ჩემსკენ წამოვიდა. ხელი გამომიწოდა. ძალიან გაბრაზებული თვალებით შევხედე – რა ნამუსით მიწვდი ხელს-თქო და მაჯაზე ჩავავლე ხელი. იმ ბიჭებისკენ წავიყვანე ვინც ამას აქ ამუშავებს და მაგათი თანდასწრებით ვეკითხები:
– რატომ დამიმალე, რომ დამეჯახე, საბაგიროთი ერთად რომ ავედით გუშინ და მეკითხებოდი თუ რა მომივიდა , ხომ კარგად იცოდი თუ რა მოხდა? ერთი ბოდიში რომ მოგეხადა რა იქნებოდა, როგორ გაბედე ამხელა რაღაც რომ დაგემალა? რატომ იქვე არ დაჯექი სადაც ჩამოვვარდი? – ვეკითხები გაბრაზებული ხმამაღალი ტონით
– არ შემიმჩნევიხარ, საერთოდ ვერ მივხდი თუ დაგეჯახეო?
– ბრმა და ყრუ თუ ხარ რას დაფრინავ საერთოდ შე ნაბოზარო თქო – და გავუქანე ერთი ეგრევე ყურის ძირში გაშლილი სილა. – კიდევ იძახი რომ არ გაგია არაფერი? – თვალები მოისაწყლა ეგრევე და ალუღლურდა, მიხვდა კიდევ თუ დაიწყებდა თავის მოტყუებას ძალიან მაგრად რომ მოხვდებოდა.
– ამხელა ფრთას თუ დაეჯახა როგორ ვერ ნახა ამ შობელძაღლმაო – ბონდო ძალიან ღვთისნიერი კაცია, დარბაისელი და ისეთი გაბრაზებული თვალებით შეხედა – მევთქვი ამოახრჩობს ახლა თქო, მარა ვიცნობ როგორი გულის კაცია და ვერ გაიმეტა მაინც და მე მეუბნება
– ეყოფა გაფიცებ, ხომ ხედავ რომ მიხვდა თავის დანაშაულს და არდაარტყა მეტიო! – მერე ვასკას ეუბნება, თვის მეგობარს – შენ რომ ყოფილიყავი ხომ დაახრჩობდი აქვეო?!
– შემეშინდა უცებ და იმიტომ ვერ გავბედე მეთქვა, ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში ლაშა მე ვიღებ ამ ცემას და უფრო მეტის ღირსი ვარ და მითხარი რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, როგორ გამოვისყიდო ეს დანაშაულიო – საწყალი თვალებით შემომივარდა სულში უცებ.
– თავს ნუ მაცოდებ და ჩემს ახლოს არ დაგინახო და გამერიდე ახლა აქედანთქო – ჩემს თავში შევძელი მეპოვა ძალა და მეტი არ მეცემა და თავი გამეკონტროლებინა. ირგვლივ უამრავი ხალხი ტრიალებდა, ერთი კაი კი ამოვარტყი ყურის ძირში , მიხვდა და აღიარა რაც ჩაიდინა და ამის უმოწყალოდ ცემას აზრი არ ქონდა და გამოვეცალე.
გამომეკიდა უკან, ფრთს მე გაგიკეთებო, თადარიგის პარაშუტის გადაკეცვაც ვიცი და გადაგიკეცავო, კიდევ ბოდიშებს მიხდიდა.
– ეს ფრთაც გააკეთე და შენი ვიდეო მანახე იმ ფრენის და გადმომიგზავნე!
– კი გადმოგიგზავნი აუცილებლად, ლაშა.
ამ დროს ერთი ბიჭი მოდის და მანახებს ამ რუსის ფრენის ვიდეოს, რომელსაც იუთუბზე აუტვირთია იმავე საღამოს, მგზავრისთვის რომ გადაეგზავნა, მაგრამ შეჯახების კადრები ამოჭრილი ქონდა. ერთი კიდევ მომერია გაბრაზება: კადრებიც კი ამოუჭრია და კიდევ იმის დამტკიცებას ცდილობდა თითქოს არ შეუმჩნევია არაფერი, წარმოგიდგენია! ეგონა შერჩებოდა ამ ახვარს!
– ეს ფრთა წაიღე გასაკეთებლად და შენი კადრები გადმომიგზავნე ხელი არაფერს ახლო ისე!
– კი აუცილებლად გადმოგიგზავნი ყველაფრს, ამ პარაპლანსაც ისე გაგიკეთებ, რომ არაფერი შეემჩნევა, სტროპებიც მაქვს და გამოგიცვლი. თადარიგის პარაშუტსაც მე გადაგიკეცავ.
– თადარიგის პარშუტი გუშინვე ტოლიკას დავუტოვე გადასაკეცად და მაგისთვის მოგიწევს 50 ევროს გადახდა!
– კი არაა პრობლემა ლაშა, შენ როგრც იტყვი ისე ვიზამ ყველაფერს – მეპირფერება და ამ თბლი სიტყვებით უნდა, რომ გული მომილბოს.
გვერდზე რომ გავედი კიდევ ერთი რუსი პილოტი სერგეი განინი მოვიდა:
– ლაშა მე მინდა მოგიხადო ბოდიში, ის მე ჩამოვიყვანე, მე გავუწიე რეკომენდაცია და მეც გიხდი ბოდიშს მის საქციელზეო.
– შენი გასაგებია სერგეი, ვიცი შენ ვინც ხარ და ვიცი შენ როგორ გახასიათებს ყველა, დადებითი პიროვნება ხარ და შენი საქმის სპროფესიონალი, რამდენი წელია აქ დაფრინავ და ღმერთმა შეგაგრგოს, რასაც მუშაობ. მაგრამ ზაფხულობით გაგრაში რომ დაფრინავ და თქვენი უფროსი ჩემს დანახვაზე კუნჩხვებში რომ ვარდება შენ ,,ნივიჟუ” არ უნდა ჩამირტყა. იქ ვინც დაფრინავთ, მერე გუდაურში მოდიხართ და კომფორტულად კი ხართ აქ ყველანი.
და გაგრის საფრენ ლოკაციებზე და სხვა თემებზე გავაგრძელეთ საუბარი.
მეორე დღესვე გაკეთებული მოიტანა ფრთა, აი ყველაფერი გავაკეთეო, სტროპები შევცვალე, გუმბათის თავები დავაწებე და დავაკერე კიდევაც. ფრთა გავაშლევინე, მაინტერესებდა როგორ ქონდა გაკეთებული.
– ბიჭებსაც უნდა ვანახო და მაგათმაც შეაფასონ ვარგა თუ არა ეს გაკეთებული.
– კი არაა პრობლემა, აი სახელურებიც მომძვრალი გქონია და ეგეც ისე გავაკეთე – და კიდევ ხელს მიწვდის – აჰა, ეს 200 ლარიც აიღე?
– ეს რა 200 ლარია? რა ფულს მაწვდი თქო და თვალები გავუსწორე? – მივახვედრე რომ მის საქციელს ვერანაირი ფული ვერ გამოისყიდიდა და ვერც სხვის სიცოცხლეს იყიდიდა და დაიბრუნებდა ვერანაირი თანხით.
– რა ვუყოთ ამ ნაბოზარს ახლა თქო – ბექას ვეუბნები, რომელიც ჩემს გვერდით იდგა.
– დააგდოს აგერ , ბიჭებმა დავლიოთ ცოტა, საღამოს ცოტა გული გადავაყოლებთ, ნასვამზეც მაგის დედის პროჭის გინებითაც გულს უკეთ მოვიფხანთ. – ღადაობს და ისე იძახის ბექა.
მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა და 200 ლარი პადონზე დააგდო და ძუკნა ძაღლივით გაიძუძგა.
საღამოს, საბაგიროები რომ დაიკეტა, ბიჭებიც მოვგროვდით: ალექსა, მებაღა, ნოდო, გიალო, ტოლიკაც გადმოვიდა. ფრთას შეხედეს თუ როგორ ქონდა გაკეთებული, მთლიანობაში მისაღები იყო, მაგრამ გაყიდვით ვერ გაყიდიო და ასეთ შემთხვევაში წესია, რომ გახეული და მისი გაფუჭებული ფრთა თვითონ წაიღოს და თვისი კარგი შენ დაგიტოვოსო.
მაგის ნაქონი ფრთით ნაღდად არ მინდოდა ფრენა, რაც არ უნდა უკეთესი ფრთა ყოფილიყო, ჩემი ფრთა მერჩივნა და მაგის დაშამანებულ ჯადო მოდებული ფრთით მეფრინა და ყოველი ფრთის გაშლაზე ეს ნაბოზარი გამხსენებოდა, ნაღდად არ მესიამოვნებოდა. წინა დღეს გათოვლიანების ბოძზე ჩამოუცვია და კაი ნაკერი მაგასაც ედო და ერთი წუთით არ გამვლებია სურვილი ჩემი ფრთა მაგის ფრთაში გადამეცვალა. თან უკრაინის დროშის ფერებში იყო და ყველაზე უფრო კიდევ ეს მსიამოვნებდა ამ გაგანია ომის დროს. ასე მაინც მინდოდა გამომეხატა მხრდაჭარა იმ ხალხისთვის რომელიც ჩვენს საომარსაც ბრძოლობდნენ ამ დამპალი ჩაჭაობებული რუსეთის წინააღმდეგ.
ალექსამ ისევ დაუწყო მაგარი გატრაკება – როგორ გაბედე ასეთი რაღაც შეგემთხვა და კიდევ დაგემალაო?
– კაი ალექს, შეეშვი, მაგ თემაზე ერთხელ ამოვარტყი ყურისძირში და ბოდიშები იხადა და ყოველთვის ხომ არ დავუწყებთ ცემას?!
– ძალიან სულელურად მომივიდა შემეშინდა და უცებ ვერ გავბედე.
– კაი მოვრჩით, ტოლიკას მიეცი ზაპასკის გადაკეცვის და აქ ჩემს ახლოს ნუღარ მოხვალ და ეცადე მალე წახვდე აქედან თორემ მე რაც გაპატიე მაგას სხვა არავინ გაპატიებს, ის კი არა ერთ პატარა შეცდომას არ გაპატიებენ აწი .
მარტი ძალიან ცუდი თვე იყო, დიდი ნალექი მოვიდა. სულ თოვლი და ნისლიანი ამინდები იყო და მეც თბილისში წასვლა ვამჯობინე. მთელი მარტი თოვდა და სახლში ვიჯექი. აწარმოე საქართველოში კონკურსი გამოცხადდა და პროექტებს ჩავუჯექი, ხან სხვებსაც ვეხმარებოდი იდეის დახვეწაში. დრო რომ მქონდა ამ შეჯახების ინციდენტის ვიდეოსაც ჩავუჯექი, ავაწყვე გადავაწყვე, მივჭერი მოვჭერე გადავწყვიტე რომ სოციალურ ქსელებში დამედო და გამეზიარებინა, ძალიან საინტერესო იყო, პროფესიული ანალიზისთვის და ასევე დიდი იყო ინტერესი მეგობრებსგან ვიდეოს ყურების, ძალიან მძაფრი საყურებელი კადრებიცაა, თუ რამხელა თავხედობით გვეჯახება, მგზავრთან ერთად მოფრინავ და თავს გესხმის ვიღაც ბომჟი რუსი ტანკისტის ფორმით.
ჩემს ვიდეოს, რომ ვუყურებ აშკარად სულ უკან მომსდევს, მე წინ მოვყვები, აშკარად მხედავს და ზედ ჩემს თავზე იწყებს ილეთების კეთებას.
მის ვიდეოს ვუყურებ და ვხედავ როგორ ემზადება აკრობატული ილეთის გასაკეტებლად, დაბლა დაიხედება, ხედავს რომ დაბლა სხვა დაფრინავს და მაინც, ზედ ჩემს თავზე იწყებს ტრიალს და თვს მესხმის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რასაც ქვია. მხედავს აშკარად! ილეთის კეთების დროსაც მხედავს უეჭველი, რადგანაც პირდაპირ ჩემს თავზე იყო და დაბლა იყურება. ხომ შეეძლო რომ უფრო შეემსუბუქებინა მანევრი და ამრიდებოდა? შემთხვევითობაა, როცა ვერ ხედავ, ვერ ამჩნევ და ისე მოგსდის რამე. მაგრაამ გააზრებლად როგორ შეიძლება ასეთი რამ ადამიანმა გააკეთო? – ჩემს თავს ვეკითხები, არადა აშკარაა, რომ მხედავს. პალაიდინგში ხომ წესია, ვინც ზემოთაა მან არ უნდა იტრიალოს სხვა პილოტის თავზე და დაიცვას უსაფრთხოება, მითუმეტეს ტანდემში როცა დაფრინავ, რადგანაც ზემოთა პილოტი ხედავს ყველაფერს და მან უნდა განსაზღვროს მოძრაობის თუ მოქმედების არეალი. მან ეს ყველაფერი იცის, მაგრამ ფაქტია რასაც აკეთებს!
კიდევ საინტერესო ისაა რომ პირველი სიტყვები, რაც გამოხატა შეჯახების მერე არის სიტყვა ,,ნა ფიგ” ! – და მერე დიალოგში შედის მგზავრთან – ,,გივ მი” და კამერას ართმევს ეგრევე და კადრებს მიღებს, არადა როგორ მაჯერებდა რომ არ შემიმჩნევიხარ საერთოდო!
,,ნა ფიგ” სიტყვა სუფთად არ ისმის და მეგობარს გავუგზავნე კინოსტუდიაში ხმა რომ კარგად გაეშიფრა და აშკარად სიტყვებით პირველი გამოხატული ემოცია არის ,,ნა ფიგ” რომელ სიტყვაში მოულოდნელობით გამოწვეულ გაოცებასთან ერთად კმაყოფილება ნარევი მნიშვნელობა და ემოცია იკითხება!
ორი ძალიან ახლო მეგობარი მყავს წითელ ჯვარში მუშაობენ სულ ცხელ წერტილებში უწევთ ყოფნა და მუჯაჰიდ ტყვეებს თუ კამიკაძე ტერორისტებს ხვდებიან ხან ტყვეობებში და ხან ციხეებში, მათი ფსიქოანალიზი და უფლებების დაცვა თუ რაღაც მაგდაგვარი ევალებათ. კარგად იცნობენ ასეთი ავადმყოფი ხალხის ფსიქოლოგიას. ვიდეოს და ჩემი მოყოლილი გარემოებების ანალიზის მერე მეუბნებიან დარწმუნებით:
– 1. სრულიად გააზრებული ქონდა რასაც აკეთებდა, ვიდეოშიც აშკარად ჩანს რომ გხედავს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. 2. არღვევს ამ თქვენი სპორტის ყველანაირ ნორმებს. 3. საზოგადოებრივ სივრცეში ზის და საჯაროდ მედიტირებს, ესეიგი რაღაც თავისი გონკები აწუხებს და ცდილობს მოწყდეს არსებულ სივრცეს და არ აინტერესებს მის ირგვლივ გარემო. 4. გამსჭვალულია რუსული პატრიოტიზმით და ამიტომაც ატარებს საბჭოთა ტანკისის ქუდს მუდმივად. ესეც აშკარაა, წყალი არ გაუვა რომ ასეა. ის ქართველი ბიჭი, რომელიც ფაფახით დაფრინავს, ის ქუდი იმიტომ ახურავს რომ ქართული სული აქვს. ამას რუსული პატრიოტული აზრები აწუხებს და შესაბამისად იმოსება. 5. დიდი ექსტრემალია ეგეც აშკარაა, თვითონ ხომ საერთოდ არ ახურავს ჩაფხუტი და ეს მის ილეთებშიც იკითხება. გატენილია ადრენალინით, არ აქვს სიკვდილის შიში საერთოდ. თან რაღაც თვისი იდეებით საზრდოობს. ტიპიური ექსტრემალია, რომელიც რატომღაც გადაგეკიდა და გააზრებულლად, გამიზნულად, პროფესიონალზმიც ხელს უწყობდა და დაგეჯახა. თუ მოკვდებოდა მოკვდებოდა! ეს ექსტრემალებისთვის, ომში პატრიოტი მეომრისთვის, კამიკაძეებსთვის თუ მუჯაჰიდი ტერორისტებისვის ჩვეულებრივია – შეიძლება ვიღაცამ უბრალოოდ წააგულიანა ადრე შენზე, იცოდა შენი განწყობა რუსებზე, უკრაინის ომის გარემოებამაც იმოქმედა, ისიც რომ უკრაინული დროშის ფერებით დაფრინავდი. ის რუსი ტანკისტის ქუდით იყო და მიზანში შენ ამოგიღო. პუტინის აგენტი ეგ არ იქნება და მისი დავალებით შენ ეგ არ დაგჯახებოდა, მაგრამ თავის გონკებს აყვა და მინიმუმ უნდოდა რომ შეეშინებინე, რაშიც პროფესინალიზმიც ხელს უწყობდა, რამე უარესი თუ მოხვდებოდა ფეხებზე ეკიდა ან დარწმუნებული იყო თავის თავში უბრალოდ რომ არ მოხდებოდა, მცირე შანს იტოვებდა ძააან უბედურ შემთხვევისთვის და გააკეთა ის რაც გააკეთა. დაჯახების მერეც არც კი დაბნეულა და ვიდეოს გადაღებით პოზირებს, ,,ნა ფიგ” სიტყვაზე რომ არაფერი ვთქვათო. – შეეშვი ახლა მაგაზე ფიქრს და არაბულს ჩაუჯექი და წამოდი აქეთ ჩემთან სამსახურში, გეყო ამ ქარების დევნა და შეცვლე ეს შენი ქარტყანია ცხოვრების წესიო.
რასაც ქვია დამშოკა ლევანის ცივსისხლიანმა ანალიზმა.
თითქმის ერთი თვის მერე, ისევ ავედი გუდაურში ცოტას წავუმუშვაბეთქო.
გუდაურში, რომ ავედი ისეთნაირი წარმოდგენა და შეგრძნება მქონდა რომ მე კი არ ვიყავი ფიზიკურად არამედ ჩემი სული ტრიალებდა მხოლოდ და სული აღიქვამდა და ხედავდა ამ ყველაფრს. ეტყობა ეს შეგრძნება სახეზეც მეტყობოდა და ერთი მეგობარი – ინგლისა, თვალებში მიყურებს და ბიჭებს ეხუმრება: – შეხედე ჯაფავას რანაირი თვალები აქვს, ვამპირი ხდება მგონიო და ხითხითებს. თვალები ამტკივდა სასწაულად და სულ ცრემლი მსდიოდა მთელი ორი დღე. ეს რუსი ტანკისტი ისევ გონდოლის საბაგიროებთან შუაში იყო ჩამომჯდარი და მედიტირებდა, თან უკვე ტანზე გახდილი, უსაზიზღრესი სანახავი იყო ეს ყველაფერი. აი ხივეს რომ ენახა ეს პორნოგრაფილული სცენა, ტანზე გახდილი და მედიტირება შუა გონდოლებზე დაუფიქრებლად მოხსნიდა სპექტაკლიდან – ჭკუა ეკეტება ასეთებზე, რწმენით სავსე, სწორი და პირდაპირი ადამიანია, სასწაული გული აქვს. ხივეც იმიტომ შეარქვეს რომ ეგრევე ირტყმევინება – ,,ხიე” მთიულურ კილოზე როგორც ,,ხივე” ისე ჟღერს და შერჩა ეს სახელი გიორგი ზაქაიძეს. ქუდზეც ,,ხივე” აწერია ისე დადის.
განინს დავუძახე და ვეკითხები: – ეს როდის აპირებს წასვლას, ან საერთოდ ვინააა კარგად დამიხასიათე – თქო?
– 10 დღეში უნდა რომ წავიდეს და მეც ვეტყვი. არა დიდიხანი არ დარჩება, წავა მალე.
– ხო ჯობია რომ წავიდეს, ძალიან უპატიებელი შეცდომა ჩაიდინა, რა უნდოდა?! ხედავ ვიდეოში როგორ მიმიზნებს? წახუმრება უნდოდა, ვითომ შევეშინებინე თუ რას მომზდევდა უკან? კი ბევრჯერ მინახავს მაგის ილეთები, შენი და მაგის ტრიალი სპირალში, მაგრამ მე გამარჯობაც კი არ მქონდა საერთოდ ნათქვანი და რას მომზდევდა, ვერ ვხდები?
– ხო სავარაუდოდ პატარაზე უნდოდა რომ გაგხუმრებოდა, შენი ფრენის სტილსაც რომ ხედავდა, ალბათ უნდოდა პროფესიულად შენი გამოწვევა, მეც მაგას ვფიქრობ. კი ვიდეოში აშკარად კარგად გხედავს.
– ტანდემში, სერგეი? მგზავრი რომ გიზის ისე? როგორ შეიძლება გააზრებულად ეგეთი გახუმრება?! ერთი ყურის სტროპა მოედო ჩემს ფრთას და რა მოხდა ხომ ხედავ და კიდევ სულ რაღაც 2 სანტიმეტრით დაბლა რომ ყოფილიყო და სხვა სტროპებიც რომ მოყოლილიყო, წარმოგიდგენია?! შემომეხვეოდა ფრთაში პირდაპირ და ჯერ მის მგზავრს ააცლიდა თავს ან სახეს აათლიდა ეს დანასავიით ალესილი სტროპები და ორი ტანდემის ფრთა მგზავრებთან ერთად ახვეული ერთმანეთში რა სისწრაფით დაეშვებოდა დაბლა? რომელი თადარიგის პარშუტი გაუძლებდა ან ერთმანეთში გაიბლანდებოდა და რითი დამთავრდებდა თუ აქვს წარმოდგენილი საერთოდ იმ ცალტვინას? 4 ადამიანის ფატალური სიკვდილი ან ხერხემალში გადალეწილ-ალეწილი ძვლები. ხომ ხედავ როგორ ახლოს იყო ეს ყველაფერი, სულ რაღაც 5 სანტიმეტრით დაბლა რომ ყოფილიყო, არც კი 5 სანტიმეტრი შეიძლება 2 სანტიმეტრიც საკმარისი ყოფილიყო ჩემს ფრთას, რომ შემოხვეოდა. შენ მოიყვანე ეგ, არა?
– არა, არა, რა მე მოვიყვანე, მე არ მომიყვანია – სასწაულად შეეშინდა ამ სურათის წარმოდგენის მერე და ახლა იუარა განინმა, შეეშინდა მეც არ გამრიოს რამე შარშიო.
– აბა იმ დღეს რომ მოხვედი და ბოდიშს რომ მიხდიდი ჩემი რეკომენდაციით არის აქო და მე გიხდი ბოდიშსო?
– არა . ლაშა მე არ ჩამომიყვანია, აი იანი რომაა, სომეხი პილოტი მაგამ ჩამოიყვანა, ეგ იცნობდა კარგად, მე მაგასთან ერთად საერთოდ არ მაქვს ნაფრენი.
– კაი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ვისი რეკომენდაციით ჩამოვიდა მაგრამ მაინტერესებს ერთი ვინაა, რას წარმოადგენს მომიყევი ერთი რა იცი მაგაზე?
– ხომ გითხარი, მე არ მიფრენია არსად აქამდე მაგასთან ერთად, არც ჩემი მეგობარია და არც კარგად ვიცნობ, მაგრამ რაც ვიცი – კაი ხანი ცხოვრობდა ნეპალში, იქ დაფრინავდა, ბუდისტურ მონასტერშიც ცხოვრობდა , სხვადასხვა ნარკოტიკებზე იჯდა და მკურნალობდა იქაური მონასტრის მეთოდებით. აი ეგ ვიცი და მერე აქ დავუახლოვდი, ეგაა და ეგ.
– ხო და უთხარი რომ მალე გააჯვას აქედან, თან თუ კარგად უყურე ვიდეოს, გესმიის პირველი რეაქცია რა ქონდა – ,,ნა ფიგ” ! – აი, რა ვიფიქრო არ ვიცი.
ამ დროს იარიკაც მოვიდა, კიდევ ერთი გუდაურელი ძველი რუსი პილოტი, ჩემს გვერდით თოკოც მოვიდა და პუტინზე და ომზე გადაგვივიდა საუბარი, თოკომ თვისი როხროხა ხმით პუტინის გინება დაუწყოო და – კიდევ რუსეთში ხალხის 70 % მხარს უჭერთ ამ ,,ხუილოს” და 20 მილიონიან ქალაქში 200 კაცი რომ გამოვა გარეთ პროტესტის ნიშნად მაგარი დასირებული ხართო …..
– იმ ტანკისტის ქუდი კიდევ ახურავს მაგას? ვეკითხები იარიკას. – შეიძლება მაგაზე აპრიკოლებდეს მაგრამ ამ გაგანია ომის დროს მოაშოროს ეგ ქუდი აქედან – მეთქი. მიხვდა იარიკა, რასაც ვგულისხმობდი. განინმა ყავები მოგვიტანა ყველას და დავიშალეთ ისევ.
ცოტა ხანში გვერდით, რომ ვიდექი ეს რუსი ტანკისტი მოვიდა და ხელი გამომიწოდა. ხელს როგორ ჩამოვართმევდი! გაიწიე აქედან თქო და ბეჭზე მივადე ხელი და გავწიე
– ძალიან არ მსიამოვნებს შენი ნახვა და თვალში ნუ მეჩხირები!
– მესის შენი, მესმის – და მიტრილადა წასასვლელად
– რა გინდოდა , რას მომზდვდი, ან რას მიმიზნებდი? გახუმრება გინდოდა თუ რა ჩემისა გინდოდა – მე გავუგრძელე საუბარი.
– ხო, კი გხედავდი, ლაშა უბრალოდ მინდოდა რომ ახლოს ჩამეფრინა და ლამაზი ილეთი გაეკეთებინა და მინდოდა ასე გაგხუმრებოდიო (პრიკალოვატსა ხატელ პროსტა), ჰაერში ლამაზი ტრიუკი გამომსვლოდაო.
თვალები შუბლზე ამივარდა და მინდოდა მეგლიჯა კიდევ ერთი ცხვირპირში, მაგარამ რატომღაც თავი შევიკავე ერთხელ ნაცემი რომ მყავდა უკვე.
– წადი ახლა აქედან, რომ დამინახავ შორიდან ჩამიარე იცოდე.
გაბრაზებული მოვბრუნდი და ბიჭებს შევუერთდი და მაგათთნ გავაგრძელე საუბარი
– წარმოგიდგენია , კიდევ მეუბნება რომ გახუმრება მინდოდაო (პრიკოლოვატსა ხატელო პროსტა)
– მაგარი გაწონასწორებული კაცი ხარ შენ, ძმაო, გეტყობა თორე კიდევ უნდა გეტაკებინა ერთი მაგარი ცხვირპირში – მეუბნება ზაზა ქართველი პილოტი.
– მე რომ ვყოფილვიყავი ამოვახრჩობდი ალბათ – გრანდი მეუბნება ცოტა მოგვიანებით.
– იცი, როცა ღვთისწყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა, კიდევ შურისძიებით ვერ ვუდგები ადამიანს, ალბათ ეს ჩემი სუსუტი მხარეა! – ამას კი ვამბობ მაგრაამ სასწაული გაბრაზებული ვარ. – ხედავ ერთი უსუსური გიდგას წინ და იცი, რომ ხელს არ დაგიბრნებს და თავს დამნაშავედ გრძნობს, თან მარტოა. მე შევძელი ჩემს თავში მეპოვა ის ძალა რომ მეპატიებინა, იქნებ ასე უფრო მიხვდეს თვითონაც და ისწავლოს ჭკუა. მაგრამ მალე უნდა წავიდეს აქედან და ამ რუსების ბოგინი უნდა დამთარვრდეს ერთხელ და სამუდამოდ. ერთი ტყვია, რომ გავარდეს გგონია ესენი დაგვინდობენ, თავგანწირვით დაიწყეებენ ბრძოლას ჩვენს წინააღმდეგ, ერთი სული აქვთ გუდაური რომ წაიღოონ და პირველი მტრის მედროოშები ეგენი იქნებიან, ზეპირად იციან აქაურობა და ისევ პოლიტიკაზე და ომზე გადავედით…
ცოტა ემოციურად დავიღალე და გადავწყვიტე ბიჭებთან ავსულვიყავი სახლში, გზაში ალექსა შემხვდა:
– ერთი რუსი ბომჟი პილოტია, ტვინის ნატამალი არ აქვს თავში, დაიკიდე და ნუ აყვები. ახლაც არ აქვს გააზრებული რა ქნა, ვერ იაზრებს რა მოხდა თორე ვიდეოს როგორ მოგცემდა. აი ახლა ერთი აპირებს ჩამოსვლას – იაროსლავი, აი ეგ არის დიდი ნაბოზარი, დიდი პატრიოტი ვითომ რუსეთის.
– მერე რატო აჯეჯილებთ ბიჭო აქ ეგეთ სირებს, თქვენი თემაა და გააჯმევინეეთ აქედან, ტრაკი დაააყენებინეთ, ქართველი პილოტების მეტი რაა. ყველას ერთი სული აქვს მუშაობის და გუდაურში ფრენების, მაგათმა რომ იმუშავონ არ ჯობია?! ჯერ არის და, ამ თბილისის ფედერაციას საპატიო წევრებად რატომ ყავს გამოჯგიმული საიტზე ეს რუსები, აი რა დამსახურებით ვერ ვხდები?
– რავი რა გითხრა აბა გააჯვენ ერთმაც და მეორემაც.
– მოისმინე რას ამბობს, დაჯახების მერე? – ნა ფიგ!
– ბიჭო მე უფრო ,,ახუეტ” გავიგე , ,,ახუეტს” გავს მგონი – ალექსამ თავისებურად დამამშვიდა, რომ არ ავყოლოდი კიდევ ემოციებს.
– არა ალექს ძალიან ისე გავაშიფრინე სტუდიაში და ეგ სიტყვა, რასაც ამბობს, არის ,,ნა ფიგ”!
– წავედი, წავედი მარიამი მელოდება, თავს გაუფრთხილდი, შეეშვი ამ ნაბოზვრებს, წამო სვანეთში წავიდეთ და იქ ვიფრინოოთ! – და მარიამისკენ გასაქცევად მიბრუნდა. ცოტა მეც დავღალე და სიყვარულზე ფიქრი ჯობდა აშკარად ჩემი ,,გონკების” მოსმენას, მაგრაამ ძმაკაცის გული აქვს და ბოლომდე ვუბურღავ ხოლმე ტვინს.
– სვანეთში არადა, ახლა აფხაზი, იქაური გაგრელი ბიჭების მომზადება უნდა დავიწყო ამ გაზაფხულზე, აქეთ უნდა ჩამოვიყვანო ჯგუფი, ვასწავლო და იქ ეგენი უნდა ,,მოიხოდონ” და გააჯმევინონ რუსებს ნელნელა. მაგათი უფროსი რომ დამინახავს – პერსონა ნონ გრატა, პერსონა ნონ გრატას გაიძახის სულ. ახლოს არ იკარებენ ადგილობრივ სასტავს. აწყობილი აქვთ ბიზნესი და რატომაც არა, თავიანთი გონიათ მთელი აფხაზეთი!
– მიდი, შენ იციი, პარაგლაიდინგში სუფთა ჩეგევარა ხარ, რა! მარა ვინ დაგიფასებს, გონიო გაიხსენე რაც მოხდა? – გაიღიმა და დაადო თავი მარიამისკენ
ბიჭებთან რომ ავედი ,,სასტავი” ყველა აქ იყო ბექას გარდა, ბექა თბილისში წასულა, პატარა საბუკა ენატრება სულ. ამას წინებზე ბეჭზე ტატუ – პატარა ბოკვერი დაიხატა და მანახებს: ყველამ ტატუები გავიკეთ და აი მე რა დავიხატეო! – ეს პატარ საბუკაა? – ვეკითხები – გაეცინა გულიანად.
– თქვენ ტატუები გაიკეთეთ და აი მე გულზე ჯარისკაცის ბირკა დავიკიდეთქო – ჩემი სახელი და გვარის ინიციალებით, სისხლის ჯგუფი და ზედ პირადი კოდია ამოტვიფრული, რიგით! – ცოტა ხუმრობით მაგრამ პათეთიური განწყობით ვეუბნები და ისევ გულში ვიდებ ჯვარს და ამ ბირკას.
ინგლისა მეკითხება:
– რა ნამტირალევი ხარ ის რუსი კიდევ ხომ არ დაგესხა თავსო? – ღადაობს, მერე ბიჭებს ღადაობით ეკითხება: – ლაშა და პაშას საჰაერო ორთაბრძოლებზე რამე ახალი ხომ არ გსმენიათო? – ყველა იცინის. ისეთი დაღლილი ვარ ჩემი პასუხი მხოლოდ ღიმილია. მთელი სეზონი ერთად ვიცხოვრეთ. კარგად გვესმის ერთმანეთის.
ვიკა მე-9 ცაზე დაფრინავს, სადაა ვერ გაიგებ, რომელ შეყვარებულთან. 5 ბიჭთან ერთად ცხოვრობს ერთ დუპლექსიან ბინაში და რა ენაღვლება! ბედნიერია! ბედნიერი ამყოფოს ღმერთმა სულ!
– შენ უნდა თქვა ვიკა ცხოვრებაში მიგულავიაო – ვეხუმრები, ვიკასთან შუტკა მოსულა. უკომლექსოა. გაქართვებული რუსია!
– არეშ, შენ ვიკას ბულინგს შეეშვი იცოდე! – არეშა სულ ეღადავება ვიკას – გოგოს 5 ბიჭთან ერთად რომ ძინავს ბოზია თუ ფერიაო? არეშას ტვინში სულ ელექტრონული მუსიკა უტრიალბს, დიჯეია, უკრავს! სანდრო და ეგ სულ ,,ბასიანზე” ლაპარაკობენ. მთაზე რომ ადის საყურეს იხსნის ხოლმე. მთიულებს ვერ ავუხსნი ახლა რატომ მიკეთია ცალ ყურზე საყურეო, ჯობია მოვიხსნაო. გუდაურში როცაა მარტო სახლში უკეთია! კოკა-კოლას ლოგინის ქვეშ ინახავს ისე უყვარს. ნოდარას ,,ვირების იობარს” ეძახის კახელი რომაა იმიტომ, არადა თვითონაც ახმეტაში გაზრდილია. მარა კახელებს უყვართ ერთმანეთზე ანეგნოტები. ის ძალიან კეთილია.
თვალიდან სასწაულად მომდის ცრემლი. სანდროს ქონია წამალი და ჩავიწვეთე და წამოვწექი. ცოტა გამიარა. ოთო მეძახის :
– მოდი რაღაც სასმელი გვაქვს და 3-3 ჭიქა ჩვურტყათ?!
3-ს 5 მოყვა და ბოთლის ბოლომდე ჩაცლაც. დაღლამაც გამიარა. კიდევ ბევრი ვისაუბრეთ ახლა უკვე ამ სპორტის რეგუაციებზე და ვის რა უნდა ეკეტებინა და რა არის საჭირო ეს სფერო დღეს რეგუაციებში რომ მოექცეს, მაგრამ ახლა ამის მოყოლას აქ არ დავწყეებ. ძალიან შორს გავფრინდებიით. მოკლედ რომ ვთვათ, ძალიან მარტივადაა ყველაფერი. ყველაფრის გასაღები ჩვენს თავში უნდა ვეძებოოთ და არა ვიღაცის მოდელის გადმოტანაში. სოლო პარაგლაიდინგი ეს არის სპორტი რომელიც შეიძლება დამოუკიდებლადაც ისწავლოს ადამიანმა, ან მეგობარმა ასწავლოს და საიდანაც უნდა იქიდან იფრინოს, ყველას შეუძლია ინდივიდუალურად, კლუბის თუ თვისი ფედერეციის სახელით სხვადასხვა აქტივობში ჩაერთოს, გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მოაწყოს შეჯიბრებები თუ მიიღოს მონაწილეობა, განახორციელოს პროექტები, მაგრამ ტანდემი პარგლაიდინგი არის პირდაპირი მნიშვნელობით ბიზნესი და მისი გადამზადება უნდა მოხდეს პროფესიულ სასწავლებლებში პროფესიული და შრომითი უსაფრთხოების კანონის ფარგლებში. როგორც პროფესიულ სასწავლებლებს ასევე შპს თუ აიპს აქვს განათლების სამინისტროში თვისი სილაბუსის შეტანის და დამტკიცების უფლება, ხარისხის მართვის ცენტრი კურირებს ამ საკითხებს. კანონში პირდაპირ წერია რა არის ამისთვის გასაკეთებელი და ასევე თუ რას ითვალისწინებს შრომითი უსაფრთხოება. პატარა აკადემიური მიდგომაა საჭირო პრაქტიკული და თეორიული საგამოცდო სკითხების დამუშავების კუთხით. მე პირადად ეს ყველაფერი მზად მაქვს თავისი სილაბუსით და ხელშეკრულებების ფორმებით. ხოლო სამოქალაქო ავიაციას თუ მთის კურორტებს, სადაც ყველაზე მეტი კომერციული ფრენები ხორციელდება, უნდა ქონდეს თავისი ნორმატიული აქტები ამ აქტივობის ირგვლივ, რომ არ მოხდეს ერთმანეთისთვის ხელის შეშლა და დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები, შეიძლება გათვალისწინებული იყოს რეზიდენტ და არაზეიდენტ პირების შრომითი კვოტების განსაზღვრაც. უსაფრთხების დაცვის მიზნით ასეთი აქტი ერთხელ სამოქალაქო ავიაციამ გამოსცა ბრძანებულების სახით. ასეთი ნორმატივების დაცვა უნდა ევალებოდეს ყველ კლუბს თუ კომპანიიას იმ ტერიიტორიის მესაკუთრესთან ერთად, სადაც ეს ფრენები ხორციელდება, მთის კურორტები იქნება ეს თუ ამა თუ იმ სასტარტო მოდნების მესაკუთრე. დეტალურად გაწერილი ხელშეკრულების საფუძველზე. განათლების სამინისტროსგან აკრედიტირებული პროფესიული დიპლომის გარეშე შრომითი უსაფრთხოების დაცვის მიზნით არავის არ უნდა მიეცეს ტანდმში ტურისტის გაფრენის უფლება და კომერციულ საქმიანობაში ჩართულობა.ყველა პილოტს დიპლომთან ერთდ უნდა ქონდეს მეწარმის სტატუსი ან როგორც თნამშრომელი უნდა მუშაობდეს ამა თუ იმ კომპანიასთან ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შაბლონური ფორმების მოგვარებაში ერთხელ უნდა დაეხმაროს რაღაც პროექტის ფარგლებში მთავრობა ამ სფეროში დასაქმებულ აქტივისტებს. დანარჩენი ყველაფერი თვისით ჩადგება კალაპოტში და ამხელა ქაოსი აღარ გვექნება რაც დღეს გვაქვს.
ჰარი ჰარალო გუთანო! თუ გნოლი ავაფრინოთ ყორღანებიდან ჯობია!
სახლისკენ დავაწექი და გადავწყვიტე პატარა ჩანახატის სახით დამეწერა და გადმომეცა ეს ემოცია. ყველასთვის გასაგები რომ ყოფილიყო. მე შევძელი რომ მეპოვა ძალა და მეპატიებინა და შურისძიებით არ მეპასუხა ამ რუსი ტანკისტის გააზრებული ბოროტებისთვის. ოღონდ წავიდნენ მათი ტანკები აქედან, მოგვშორდნენ სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან, მოშორდნენ კავკასიას, უკრაინას ….. მოგვშორდნენ და არ ვაპირებთ ამ ბოროტებას შურისძიებით ვუპასუხოთ, გზასაც დავულოცავთ ისე გავაცილებთ, ოღონდ შეგვეშვაან და მივხედავთ ჩვენ თავს!