ტანდემ პარაგლადინგის რეგულაციებისთვის საჭირო ნორმატიული აქტები და პროცედურები საქართველოში

 

საქართველოში ტურისტული მომსახურების კუთხით ტანდემ პარაგლაიდინგით განვითარებული და პოპულარული ლოკაციებია ამ ეტაპზე – გუდაური, სვანეთი, სიღნაღი, თბილისი-რუსთავი, გონიო-კვარიათი. აქედან ყველაზე გამორჩეული გუდაურია, რომელიც პარგლაიდინგისთვის აუცილებელი რელიეფით და კლიმატით ერთერთი უნიკალურია მთელს მსოფლიოში, როგორც ტურისტულლი მომსახურების კუთხით, ასევე სპორტული განვითერბის პოტენციალითაც. გუდაურში კომერციული კუთხით ტანდემ პარაგლაიდინგით მომსახურება ზამთარ-ზაფხულ შესაძლებელია. ლოკაციის უნიკალობა გამოიხაება მისი ქარის ნაკადების მახასითებლებით. კავკასიონის ჯვრის უღელტეხილი კეტავს ქარის დინებას ჩრდილოეთ კავკასიონისკენ და გუდაურის არსებული რელიეფი და მთათა სისტება ქმნის ერთგვარ დინამიურ ქართა ნაკადს თერმულ ნაკადებთან ერთად. ქარი ძირითად აღმოსავლეთ-სამხრეთიდან უბერავს, რაც იდეალური ამ ლოკაციეაზე პარაპლანით ფრენისთვის. თუმცა არის კლდოვანი რელიეფი და შეიცავს რისკის დიდ ფაქტორს ელემენტარული შეცდომის დროს და ნებისმიერი შეცდომა შეიძლება მოტეხილობის ან ფატალური შედეგის მიზეზი გახდეს. გუდაურში ზამთარში პარაგლაიდინგის ფართოდ გამოყენებას ხელს უწყობს აქ განვითარებული სამთო-სათხილამურო კურორტი. ასაფრენ ლოკაციამდე შესაძლებელია საბაგიროებით ასვლა და გადმოფრენა. მაღალი თოვლის საფარი გაძლევს საშუალებას სტარტი და დაჯდომა უსაფრხოდ განახორციელო და შესაბამასად სპორტული ილეთებზეც უფრო თამამად ივარჯიშო იმ ზოლში სადაც საბაგიროები არაა გაჭიმული. დღეს მთელს მსოფლიოში ტანდემ პარაგლაიდინგის კომერციულად გამოყენების თვალსაზრისით გუდაური ნეპალისა გვერდით დგას და შეიძლება პირველ ადგილზეც იყოს თუ ზუსტ სტატისტიკას შევისწავლით.

ზამთარ-ზაფხულ დატვირტულია და წელიწადში ათასობით ფრენა ხორციელდება. დასაქმებულია ასობით ადგილობრივი ახალგაზრდა და ზამთარ ზაფხულ. დაცლილი მთის ახალგაზრდები ნელნელა დაუბრუნდა მამაპაპისეულ კერას და ბევრი დადებით უპირატესობები მოუტანას ქვეყანას. ტურისტული კომპანიების უმეტესობა და მიკრო მეწარმე გიდები ერთგვარად ამ აქტივობაზეა მიბმული, როგორც ტურისტული მომსახურებით ასევე კომეციულად. საქართველო მრავალმხრივ საინტერესო ქვეყანაა ტურისტებისთვის, გემრიალია ქართული კერძები, ლამაზია მისი ლანშაფტი, მაგრამ მთაში ამოსული ტურისტი ითხოვს სხვადასხვა გასართობ აქტივობას. ის შეიძლება ვერ ავიდეს მთის წვერზე, ან თხილამურით ვერ ისრიალოს ამ უნარების უცოდინრობის გამო, მაგრამ მარტივად შეიძლება ენდოს პარაპლანით ფრენის ინსტრუქტორს, დაუჯდეს მას წინ მეორე სავარძელში და გაიზიაროს ფრენის ბედნიერება, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უოცნებია ყველა ჩვენგანს, დატკბეს ჩვენი ქვეყნის ლამაზი ხედებით და დრონით გადაღებული და ციფრულად ნანახი კადრები ერთხელ ცხოვრებაში რეალურად აღიქვას. ასევე შეუძლია იჯომარდოს და გაიზიაროს ეს სიხარული. არა ერთი ადამიანი წასულა ბედნიერი უკან თავის ქვეყანაში ამ ემოციით და შთაბეჭდილებებით აღვსილი, არა ერთი ასეთი კადრები გვინახია საერთშორისო არხებზე თუ სოციალურ ქსელებში.

ეს კარგად ესმის ჩვენი ქვეყნის ტურიზმის დეპარტამენტს და ეკომომიკის სამინისტროსგან ,,აწარმოე საქართველოს ფარგლებში” არა ერთი პროექტის ხელშეწყობა მომხდარა, როგორც ინსტრუქორისთვის ინვენტარის შეძენის მხრივ ასევე სწავლებისთვის სხვადასხვა უცხოელი დონორი ორგანიზაციების მხრიდან. გუდაურში ტანდემ პარაგლაიდინგის განვითარება უშუალოდ დაიწყო მას მერე, რაც ზოგადად ქვეყანაში ტურისული პოტენციალი წამოიწია, რაც დაახლოებით 10 წელია. შემოსავლიანი აქტივობის გამო ახალგაზრდებში დიდი დაინტერესება გამოიწვია და იზრდება დღითი დღე. გუდაურის საფრენი ლოკაციები გვაძლევს საშუალებას პარგლაიდინგის დაწყებითი სასწავლო კურსიდან განვითარების უმაღლეს საფეხურამდე ახვიდე სპორტული კუთხით. შესაბამისად ძალიან დიდია ინტერესი პროფესიონაალების თუ მოყვარულების მხრიდაან ამ აქტივიბით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოში არსებული საკანონმდებლო სივრცე კი აძლევს ყველას საშუალებას კომერციულად ჩაერთოს ამ აქტივობაში და გამოიმუშაოვოს სარფიანადაც. ყველანი ვხედავთ რამდენი უცხოელი თხილამურის თუ სნოუბორდის ინსტრუქტორი მუშაობს საქართველოს სამთო კურორტებზე. ასევეა პარაპლანით ფრენების შემთხვევაშიც. ბიზნესის კონკურეტული ხასიათის გამო ხშირად ყოფილა კონფლიქტი რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებს შორის და ინტერესთა ჭიდილი სხვადასხვა მიმართულებით – ინტერესთა ჭიდილი ამ სფეროს ბიზნესის ხელში ჩასაგდებად ბიუროკრატიული რეგულაციების ლიცენზირების შემოტანით, სტრატეგიული სასატრო და დასაჯდომი მოედნების იჯარით აღებით თუ შესყიდვით. არაჯანსაღი კონკურენციის პირობეში პარაპლანის პილოტების ელემენტარული შეცდომების საჯაროდ გამოტანა, ცუდად წარმოჩენა და საზოგადობის თვალში ამ თუ იმ გუნდის ამით დაკნინება. პარგლაიდინგი ზოგადად ბევრად უსაფრთხო აქტივობაა, ვითრე თხილამურით სრიალი, ველოსიპედით თუ მოპედით კატაობა, ან თუნდაც მთამსვლელობა. სტატისტიკურად ფატალური შემთხვევები ძალიან ცოტა. მაგრამ სანახაობრივად ძალიან ლამაზი აქტივობაა, ბერად შემოსავლიანი და არაა სეზონური, ასევე უზარმაზარი დადებითი ემოციები ახლავს თან ვისაც სიმაღლის ოდნავ შიშის შეგრძნება აქვს, როცა შიშს ძლევს ადამიანი მისი ემოცია უსაზღვროა, მაგრამ პარპლანის ინსტრუქტორისთვის ჰაერში ჩამოკიდებული ყოფნა და ქანაობა პარაპლანის აღჭურვილობის აგებულებიდან გამომდინარე ლოგიკურ ჩარჩოებში ჯდება და ეს გააზრებული აქვს. პარაპლანის ფრთა და სხვა აღჭურვილობა მთელი საერთაშორისო სტანდართების დაცვით არის აგებული, მთავარია რუსული წარმოების არ იყოს. საქართველო საერთოდ არ აწარმოებს. გუდაურში დღეის მგომარეობით პარაგლაიდინგის არსებობის განვითრების მანძილზე დაფიქსირდა სულ 5 შემთხვევა, მაგრამ საუბედუროდ ბოლო სამი შემთხვევა დაფიქსირდა თანმიმდევრულად 3 თვის მანძილზე და ამ უბედური შემთხვევის სამაშველო ოპერაციას მოყვა კატასტოფა – სამშველო ოპერაციის ვერტფრენის ჩამოვარდნა და აფეთქება. სწორედ ამ კატასტროფის შემდეგ გაჩნდა უამრავი კითხვა ამ აქტიბობის მიმართ. მის რეგულაციებზე, საკანომდებო კუთხით პარაპლანის პილოტების ლიცენზირებაზე და საფრენი ლოკაციების ნორმატიულ აქტებზე და იმ საკითხებზე, რაც ამ აქტივობით მომსახურების უსაფრთხოებისთვის და სამომავლოდ განვითრებისთვის არის აუცილებელი. ზოგადად ბიზნესისა და იმ აქტივობის შეჩერება, რომელიც მთელს მსოფლიოში ესოდენ ვითრდება და გუდაურის ლოკაცია ერთგვარ ,,იერუსალიმსაც” კი წარმოადგეს – ყოვლად უსუსური განაწყვეტილება შეიძლება იყოს ხელისუფლების მხრიდან. გამოსავალი მხოლოდ აზროვნება და საკითხის ძირეული შესაწავლაა, მიუკერძოებელი ანალიზი, რომ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ არ შეეცადო პრობლემის გადაფარვას თუ მოგვარებას. ამ დროს კი ყველაფერი მარტივია და კეთილი ნებაა საჭირო. მივყვეთ თანმიმდევრულად საკითხს და პროფესიულად და ვისაუბროთ გასაგებ ენაზე, ისე რომ არა სპეციალისტისვისაც გასაგები იყოს.

პარაპლანით ფრენის (პარაგლაიდინგი) სწავლა მარტივია. სოლოში (მარტო) პარაპლანით ფრენას სწავლობ რამოდენიმე დღიან პრაქტიკული მეცადინეობით. მთავარია გუბათის (პარაპლანის ფრთის) წამოწევა, სტარტი, ჰაერში წონით პატარა მიხვევა-მოხვევები და დაჯდომა. თუ დასაჯდომი სივრცე უსაფრთხოა დაჯდომაც მარტივია. პარაპლანის ფრთა პილოტის წონაზეა გათვლილი და დაჯდომისას ნელა ეშვები. შესაბამისი ამინდი და პატარა უნარია საჭირო, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ადვილად ითვისებს, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ორკაციანი პარაპანის შემთხვევაშიც წონა შესაბამისია და იგივე უნარებია საჭირო. მხოლოდ მეტი პასუხისმგებოლობა მართებს პილოტს რათა სერვისი უსაფრთხო იყოს. პარაპლანით ფრენის სწავლა შეუძლია როგორც აიპ-ს, შპს, ასევე მიკრო მეწარმეს და შესაბამისი სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. კომერციულად მისი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა დარეგისტრირდე მეწარმე სუბიექტად ან გააფორმო ხელშეკრულება შესაბამისი პროფილის კომერციულ კლუბთან. მეორე საკითხია ინსტრუქტორი, ან კლუბი, ან ფედერაცია რომელთანაც სწავლობ ფრენას რამდენად აქვს გამოცდილება და აქვს თუ არა სასწავლო მეთოდი გაწერილი და იურიდიული ნორმატივები, აქვს თუ არა სასწავლო სილაბუსი. პროფესიულად თუ ხდება ამ აქტივობის გამოყენება სასწავლო სილაბუსის დამოწმება შეუძლია განათლების სამინსტოს ხარისხის მართვის ცენტრს და შესაბამისად გადის ტექნიკური აღჭურვილობის და სასწავლო პროცესის აკრდეტაციას. ამ შემთხვევაში სერთიფიკატი თუ დიპლომი უკვე სახელწიფოსგან არის ოფიციალურად აღიარებული. მაგრამ კანონმდებლობით, არაკრედიტირებული სერთიფიკატი არ ნიშნავს რომ პარაპლანის ინსტრუქტორს სწავლების კურსი არ აქვს გავლილი. ბევრი საჯარო სამართლის იურიდიული პირებს იცნობს საზოგადოება, რომლებსაც 2005 წლამდე არა აკრედიტირებული უნივერსიტეტი აქვთ დამთვრებული და ასეთი დიპლომით დიდ წარატებებს მიაღწია. 21 საუკუნეში დიპლომი არ განსაზღვრავს ადამიანის ცოდნის პროფესიონალიზმს. დღეს პროფესიული განათლების მიღების უამრავი გზა და საშუალება არსებობს დამოუკიდებად. ხოლო სპორტული შეჯიბრებები, როცა ხდება მისი ნორმატივების დადგენა ხდება სპორტის სამინისტოს მხრიდან. მოკლედ პროფესიულად პარაგლაიდინგის ბიზნესში გამოყენების შემთხვევაში სასწავლო სილაბუსის აკრედიტაცია შეუძლია განათლების სამინისტროს, ხოლო პარაგლაიდინგის სპორტული ნორმატივების დაგდენა ხდება სპორტის სამინისტროს მხრიდან. საქართველოში იყო განხილვები, რომ პარაგლაიდინგის რეგულაციები სამოქალაქო ავიაციას აეღო თავის თავზე, მაგრამ პარაპლანით ფრენა არ ჯდება არც ზემსუბუქი და უპილოტო მფრინავი აპარატის სტანდარტებში. ეს არის ურალოდ ხელით მართვადი, ჰაერის ნაკადებზე დამოკიდებული აღჭურვილობა, რომელის გამოყენება გასართობად შეუძლია ყველას, როგორც თხილამური მაგალითად, ან ველოსიპედი მაგრამ გაფრენის სურვით გატაცებულ ადამიანებში იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს და დიდ დადებით ემოციებსაც იწვევს. სამოქალაქო ავიაციამ უამარავი შეხედრების და განხილვების შემდეგ საბოოლოდ თქვა, რომ ეს მისი სფერო არ იყო და დაადგინა რომ თუ მოხდება მისი გამოყენება კომერციულად ან სპორტული შეჯიბრებისთვის არ უნდა მოხდეს მხოლოდ თვითფრინავების საფრენ ზოლში. პარაპლანით ფრენის უნარების დასახვეწად საჭიროა არა ესა თუ ის აკრედიტირებული დიპლომი ან სერთიფიკატი, არამედ ვარჯიში და ფრენა სხვადასხვა ლოკაციებზე. გუდაური კი არის ამ მხრივ უნიკალური, სადაც განვითრებითვის უმაღლეს დონეს შეგიძლია მიაღწიო. აღსანიშნავია ისიც, რომ მთის საფრენი ქარის სიმკვრივე ბევრად განსხვავდება თბილისის ან ზღვის პირა ქარისგან. ამიტომაცაა, რომ თბილისსა თუ ზღვისპირა კლიმატზე ნასწავლ პილოტებს ძალიან უჭირთ მთაში ფრენა და ფაქტიურად აქ თავიდან უწევთ ვარჯიში და შეგუება მთის კლიმატთან თუ რელიეფთან. რათქმაუნდა, არის ფსიქოლოგიური მომენტიც, როცა შენს ირგვლივ ამხელა მთებია და კლდოვანი რელიეფი და ბევრად უხეში თერმული ნაკადები ვიდრე ზღვიდან მონაბერი რბილი ქარი, რომელსაც “ბრიზს” ეძახიან.

ხშირად, პარაპლანით ფრენის სწავლის მერე, იყენებენ დამატებით ზურგზე მოსაკიდებელ ძრავიან ან ელექტრონულ სხვადასხვა ტიპის მოწყობილობას, პროპელერს, რომელიც ტრიალებს და გეხმარება დამატებითი ჰაერის ნაკადების გამომუშავებაში და სიმაღლეზე ასვალში. ამ შემთხვევაში ხდება შესაბამისი სტანდარტების პარაპლანის ფრთის და აღჭურვილობის გამოყენაბა წონის გათვალისწინებით. მისი გამოყენება ხდება არც ისე აქტიურად მაგარამ ხდება ტანდემ პარაგლაიდინგშიც. ზურგზე ჩამოკიდებული 20-30 კგ მძიმე ტვირთი დაჯდომისას ზურგზე აწვება პილოტს და პერიოდულად მისი გამოყენების შემთხვევაში, რაც გინდა პროფესიონალი პილოტი იყოს და სულ რბილი დაჯდომები ქონდეს, უზიანებს ხერხემლის მალებს. ოდნავ უხეში დაჯდომა კი პირდაპირ ინსტრუქტორის ტრამვირებას იწვევს და ყველა პარაპლანის პილოტი არიდებს თავს მის აქტიურ გამოყენებას. ტანდემ პარაგლაიდინგი კი ამ აქტივობის ბიზნესში დატვირთულ გამოყენებას გულისხმობს. პროპელერის ჰაერში გამორთვა, ან გაფუჭების შემთხვევაში ინტრუქტორს შეუძლია თავისუფლად მისი მართვა, როგორც ჩვეულებრივი პარაპლანის და წერტილზე დაჯდომა. მგზავრი იგივე მდგომარეობაშია, როგორც პარაპლანით ფრენის დროს, მაგრამ უხეში დაჯდომის დროს მთელი რისკი გადადის ინსტრუქტორზე და ყველა პილოტი ამიტომაც არიდებს თავს. ზოგადად, როგრც დელტაპლანის გამოყენებამ ვერ გაამართლა, ასევე პარამოტორის გამოყენებამ არ გაამრთლა ტურისტულ ბიზნესში, თან პარამოტორი დამატებით ძვირი ღირებულებისაა და სულ ტექნიკური მომსახურეა სჭირდება. ერთი სიტყვით, აფრენა დაფრენისას პარამოტორით ფრენას იგივე უნარები სჭირდება, რაც პარაპლანს, ჰაერში მისი გაფუჭება საშიშროებას და საფრთხეს არ წარმოადგენს, მხოლოდ ავარიული დაშვების დროს პროპელერის თუ მეტალის ნამსხვრევებით ბევრად უფრო მეტად დაშავების რისკი არსებობს პილოტისთვის და მგზავრისთვის მეტნაკლებად. პარამოტორით ფრენებს აქტიურად იყენებდდნენ თბილსში მთაწმინდის მიმდებარედ, მაგრამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ, ხარჯიანმა მომსახურებამ და ინსტუქტორისთვის დიდი რისკის შემცველობის გამო შეჩერდა.

რა არის საჭირო იმისთის, რომ ტადემ პარაგლაიდინგის უსაფრთხოდ გამოყენება მოხდეს ტურისტულ ბიზნესში. მივყვეთ გუდაურის ლოკაციას.
საფრენი ლოკაცია, სადაც კომერციული ფრენებისთვის გამოიყება უნდა იყოს შესწავლილი, ქარის ნაკადები, ტურბულენტური ზონები, ქარის მახასიათბელები. ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთის თუ დასავლეთის ქარში ასაფრენ თუ დასაფრენ ლოკაციის შესწავლა. გუდაურში ამ მხრივ ასობით ათასი ფრენაა განხორციელებული, ქართველი თუ უცხოელი პილოტისგან და ყველაფერი შესწავილია, ყველა ხაობაში რა ნაკადი შეიძლება დაგხვდეს და სად რანაირი როტორული ზონა შიძლება იყოს, შეიძლება ითქვას, რომ გადაღეჭილია. ამ მხრივ, დღეს დღეობით ამ ლოკაციას შესასწავლად არანაირი ახალი ექსპერტი არ გვჭირდება. ადგილობრივი პილოტები ვინც არიან და 24 საათი პარგლაიდინგის ,,ბირჟაზე” დგანან წლებია ყველაზე მაგარი ექპერტები არიან ამ დარგის და მაგათზე უკეთ ადგილობრივ ლოკაციაზე ვერც ერთი მოწვეული ექსპერტი ვერ იქნება. მთავარია მათი ცოდნის და გამოცდილების ფილტრაცია, ანალიზი და სწორად გამოყენება ნორმატიული აქტების დასადგებან საჯარო სამართლის იურიდიული სტრუქტურების მხრიდან, თუ სად უნდა იფრინოს ინსტრუქტორმა და სად არა. ადგილობრივმა პილტებმა რომლებიც მანდ არიან წარმოდგენილი შეიძლება მხოლოდ ურჩიონ ერთმანეთს და რჩევის სახით უთხრან მეორე პილოტს, მაგრამ არ აქვთ უფლება მეორეს მოთხოვოს სად და როგორ იფრინოს. სწორედ ამიტომ არის საჭირო და აუცილებელი მსგავსი ნორმატიული აქტები სახელმწიფოს მხრიდან იყოს დადგენილი და ადგილობრივი პილოტების, როგორც ექსპერტების რჩევის გათვალისწინება.

ამ სფეროში საკუთრი დიდი ბიზნეს ინტერესების გამო ასეთი აქტების დამდგენი ვერ იქნება, ვერც ერთი ფედერაცია კონკრეტულად და ვერც ესა თუ ის კლუბი თუ კომპანია. ყველაზე მეტი შეხება, რადგანაც ინციდენტების აღმოსაფხვრელად გუდაურში და მთლიანად მთელს საქართველოში, პარაგლაიდინგის აქტივობის მიმართ აქვს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მსგავსი ნორმატიული აქტები შეუძლია მან გამოსცეს და დაადგინოს ადგობრივი პილოტების, კლუბების თუ ფედერაციების რეკომენდაციით, ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად, ასევე ადგლობრივ გამგეობასთნ და სამოქალაქო ავიაციის ნორმების თუ მთის კურორტბების სტანდარტების დაცვით.

თუ რა ტიპის ნომატიული აქტები უნდა დადგინდეს და რა საკითხები იქნას გათვალისწინებული, შეიძლება მივყვეთ და ჩამოვთვალოთ.
პირველი, სასურველია ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით მოინიშნოს ტურისტულად სტრატეგიული მნიშვნელობის ასაფრენი მოედნები; მიენიჭოს სპორტული-გასართობი სარეკრეაციო სტატუსი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოომ დაადგინოს ნორმატიული აქტი ასაფრენ მოადნებზე თუ რა ტიპის უსაფრხოების დაცვა უნდა მოხდეს. მაგალითად – მოსუფთავდეს ქვის ლოდებისგან, გაიჭიმოს უსაფროების ბადე, დაიხაზოს რამდენი პარაპლანის ფრთის გაშლა შეიძლება ამა თუ იმ მოედანზე. მსგავსი სასტარტოების მოწესრიგება უნდა დაევალოს ასაფრენი მოედნის კერძო მფლობელ პირებსაც თუ იგი ამ ტერიტორიას შესაბამისი პროფილის საქმიანობისთვის იყენებს. ასაფრენ მოედანზე არ უნდა ხდებოდეს ,,ტოპ-ლენდინგი”, ანუ როდესაც პილოტი საიდანაც აფრინდება, თერმული თუ დინამიური ნაკადების დამუშავებით ისევ იგივე წერტილზე ბრუნდება და ჯდება. ,,ტოპ-ლენდინგისთვის” უნდა მოწესრიგდეს ცალკე მოედანი ან სივრცე გვედზე. ასევე მოწესრიგდეს დასაჯდომი მოედანი დაბლა კანიონში, მინიმუმ 100X100 მაინც, როგორც სარეზერვო, ასევე მთავარი მოდეანი სადაც ძირითადი დაჯდომები ხდება. ასეთი სივრცის ზედაპირი ბალახის ან სპეციალური ხელოვნური საფარით უნდა იყოს მოწესრიგებული უსაფრთხოების მიზნით, რათა ტანდემ პილოტს არ მოუწიოს გზაზე და ქვაღორღიან რელიაფზე დაჯდომა, რაც იწვევს სხვადასხვა ტიპის დაზიანებს და უბედურ შემთხვევებს. ზოგადად ტურისტული მოსახურებისთვის ძალინ ცუდ სერვისს. ტანდემ პილოტს უნდა ეკრძალებოდეს განსაზღვრული და დადგენილი ასაფრენი და დასაჯდომი მოედნის იქით აფრენა-დაჯდომა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. მსგავსი ტიპის ნორმატიული აქტები უნდა დადგინდეს ზამთარში სამთო სათხილამურო ტერიტორიაზე მთის კურორტების ადმინისტარციასთნ ერთად და მიწის მესაკუთრეებთან ერთად, რომლსაც ამ ტერიტორიას შესაბამისი აქტიბობის ბიზნებსისთვის გამოიყენებენ. პერიოდულად უნდა სუფთვდებოდეს და იკვალებოდეს თოვლის საფარისგან. ეს ნორმატიული აქტებით უნდა იყოს გაწერილი და იყოს სავალდებულო, როგორც სასრიალო ტრასების მოსუფთავება – მოწესრიგება ხდება ისე.

მეორე, უნდა განისაზღვროს ტანდემ პარაგლაიდინგისთვის საფრენი მარშუტი, როგრც ზაფხულის, ასევე ზამთრის ლოკაციებზე. გაიწეროს კონკრეტულად და დაიხაზოს ტანდემ პარაგლაიდინგის სამარშუტო ხაზები. მაგალითად, განისაზღვროს, რომ არ შეიძლება მინიმუ 5 მეტრის რადიუსით კლდესთან ახლოს ფრენა ან საბაგიროს თავზე. ასევე ისეთი ადგილების თავზე ფრენა, სადაც მოულოდნელი პარაშუტირების გამოყენების შემთხვევაში მიუვალი და კლდოვანი ადგილებია, ან მდინარეა, რამაც შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს.
მესამე, განისაზრვროს რა ტიპის მანევრირების და ილეთების კეთების უფლება აქვს ტანდემ პილოტს. ტანდემ პილტს არ უნდა ქონდეს ისეთი ექსტრემალური ილეტების კეთების უფლება, როგორიცაა სპირალი, ლუპი, ღრმა ვინგოვერი. ტურისტისგან განსაკუთრებული მოთხოვნის შემთხვევაში განისაზღვროს მსგავსი ილეთების გასაკეთებლად კონკრეტული სივრცე, სადაც მეტი უსაფრხოება იქნება გათვილი.

მეოთხე, ყველა ტანდემ პილოტს უნდა ქონდეს აღჭურვილობა გამრთული და მანუალის შესაბამისად მწყობრში. თუ ექსპუატაციის ვადა გასული აქვს შესაბამისი მწარმოებელი კომპანიისგან უნდა გადამოწმდეს ხელთავიდან. თან ქონდეს გადამოწმების სერთიფიკატი. ქონდეს პერიოდულად თადარიგის პარაშუტის გადაკეცვის სერთიფიკატი.
კონკრეტულ ლოკაციებზე უნდა მუშაობდენენ მხოლოდ მსგავსი პროფილი რეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც იქნებიან გაფორმებული მიკრო მეწამე თუ ფიზიკური პირის პილტები. შესამის კომპანიებს უნდა ყავდეს სავალდებულოდ მოწვეული სერთიფიცირებული შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტი, როგორც ეს მაგალითისთვის სამშენებლო კომპანიებს დაუწესდა ბოლო პერიოდში. შესაბამისი შრომითი უსაფრთოების სპეციალისტი უნდა იყოს ვალდებული თვისი კომპანიის პილოტებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების დაცვაზე.

შრომითი უსაფრთხოების აკრედიტირებული სპეციალისტი უნდა ადგენდეს თუ როგორ ამინდში შეიძლება ფრენა და როდის არ შეიძლაბა, რაც ყველა მისი კომპანიის წევრი პილოტებისთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ახალ კომპანიას ან მიკრო მეწარმე პილოტს რომესაც არ ყავს შრომითი უსაფროების აკრედიტრირებული სპეციალისტი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართის დეპარტამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს არ გააფორმემებს მანამდე არ უნდა ქონდეს ამ თუ იმ ლოკაციაზე ტანდემ კომერციული ფრენის განხორციელების უფლება.
ყველა კომპანიას ვალდებულია ყავდეს დამატებით თანამსრომელი, რომლიც იზრუნებს პილოტის გაფრენის უსაფრთხოების გადამოწმებაზე ე.წ preflight chek. მსგავსი ტიპის თანმაშრომლები დღეს ყველა კომპანიას თუ ტანდემ პილოტს ყავს, რომელიც ეხმარება გაფრენის წინ მგზავრის აღკაზმვაში და გარბენაში, ასევ დაჯდომის დროს. პილოტიის დამხმარეების ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა უნდა იყოს გაწერილი ნორმატიული აქტების სტანდარტებით და აკრედიტირებული შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტის გათვალისწინებით.
ყველა ტანდემ პილოტი ვალდებული უნდა იყოს გაიაროს პირველადი დახმარების კურსი და ქონდეს შესაბამისი სერთიფიკატი. ასევე გავლილი ქონდეს პარაგლაიდინგის უსაფრთხოების კურსი ე.წ SIV. და შესაბამისი სერთიფიკატი, რათა ქონდეს გააზრებული ფრენისას ყოველგვარი მოულოდნელობა და სიტუაციიდან გამოსვლა, რისი ცოდნაც ერთ ერთი აუცილებელი ვალდებულებაა ტანდემ პილოტისთის.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მხრიდან ნორმატიული აქტების შესაწავლისა და დაგენის შემდეგ მიეცეს საქართველოს ტანდემ პილოტებს და კომპანიაებს გონივრული ვადა შესაბამისი აქტის სტანდარტბის მოსაწესრიგებლად.

4 Comments

  1. best price tadalafil online
    August 6, 2022 პასუხი

    best price tadalafil online

    best price tadalafil online

  2. Abby4497
    August 6, 2022 პასუხი

    Modern Talking был немецким дуэтом, сформированным в 1984 году. Он стал одним из самых ярких представителей евродиско и популярен благодаря своему неповторимому звучанию. Лучшие песни включают “You’re My Heart, You’re My Soul”, “Brother Louie”, “Cheri, Cheri Lady” и “Geronimo’s Cadillac”. Их музыка оставила неизгладимый след в истории поп-музыки, захватывая слушателей своими заразительными мелодиями и запоминающимися текстами. Modern Talking продолжает быть популярным и в наши дни, оставаясь одним из символов эпохи диско. Музыка 2024 года слушать онлайн и скачать бесплатно mp3.

  3. Yetta
    August 6, 2022 პასუხი

    You’re actually a excellent webmaster. This web site loading velocity is incredible.
    It seems that you are doing any distinctive trick.
    Furthermore, the contents are masterpiece. you have
    done a great task on this topic! Similar here: sklep internetowy and also here: Najtańszy sklep

  4. Ashton Hintz
    August 6, 2022 პასუხი

    Great article! I really appreciate the clear and detailed insights you’ve provided on this topic. It’s always refreshing to read content that breaks things down so well, making it easy for readers to grasp even complex ideas. I also found the practical tips you’ve shared to be very helpful. Looking forward to more informative posts like this! Keep up the good work!

დაწერეთ კომენტარი