ინტერვიუ პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის კლუბის – Xcaucasus ინსტრუქტორ ლაშა ჯაპავასთან და ირაკლი ხვისტანთან ევრკავშირის პროექტის ფარგლებში LAG Upper Svaneti – ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი ერთად საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის სოციალური და სოციალური ინფრასტრუქტურის კატეგორიის ინიციატივებისთვის პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის EMPARD პროგრამის ფარგლებში და თანადაფინასებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ. მესტიის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებენ ქეა ავსტრია და PMC კვლევითი ცენტრი პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის კლუბთან – Xcaucasus ერთად.
– გთხოვთ, აღწერეთ, რა პრობლემის მოგვარებას ემსახურება თქვენი პროექტი და დაასაბუთეთ პროექტის განხორციელების საჭიროება. რა ინფორმაციის/საბაზისო მონაცემების შეგროვება მოხდა სხვადასხვა ჯგუფებზე (ქალები, მამაკაცები, ახალგაზრდები, შშმ პირები და ა.შ.) პროექტის შემუშავების ეტაპზე და აღწერეთ, ეს პრობლემა რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ჯგუფზე. რა ტიპის კონსულტაციები ჩატარდა ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებთან (ქალები, მამაკაცები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ა.შ.), ვისზეც პროექტი მოახდენს ზეგავლენას. ასევე, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს პრობლემის მოუგვარებლობას?
მესტიის მუნიციპალიტეტში პარაგლაიდინგის, როგორც სპოტის განვითრება და მისი პოპულარიზაცია ახალგაზრდებს დაეხმარება ამ სპორტის ტურისტულ სფეროში აქტიურად ჩართულობაში და კომერციულად მომგენიან და შემოსავლიან სპორტად გადაქცივაში. სწორედ ახალგაზრდებში კომერციულმა მოტივაციამ შეუწყო ხელი გუდაურში პარაგლაიდინგის ასე სწრაფად განვითრებამ. დღეს გუდაურში 200-მდე ადგილობრივი, ქართველი და უცხოელი პილოტი დაფრინავს. ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა სვადასხვა ფონდებიდან, ასევე დიდი იყო ბიზნესის დაინტერესება ამ მიმართულებით. ტანდემ ფრენების (ინსტრუქტორთან ერთად ორი ადამიანის ფრენა) ფასი 250-450 ლარამდე მერყეობდა პანდემიამდე, მიუხედავად მაღალი ფასისა ტურისტების მოთხოვნა ფრენებზე ძალიან დიდი იყო. გუდაურში პარაგლაიდინგის ასეთი მასიური განვითარების მიუხედავად ზემოსვანეთში ჯერ კიდევ ვერ მოიკიდე ფეხი. 2 წელი მესტიაში ფრანგები დაფრინავდნენ და ისინი ახორციელებდნენ კომერციულ ფრენებს. ქართველმა პილოტებმა სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხეს სვანეთში გადმოსვლა და აქ სისიტემატურად ფრენების განხორციელება. მას მერე რამოდენიმე ადგილობრივმა ბიჭმა გამოთქვა სურვილი ესწავლა პარაპლანით ფრენა. თბილისში, რუსთავსა თუ გუდაურში მოხდა სვანი ბიჭების მომზადება, მაგრამ სპორტის სპეციუფიურობის, ადგილობრივი რელიეფის და საფრენ კლიმატთან შეუგუებლობის გამო დამოუკიდებლად საკუთარი თავის განვითარება ვერ მოახერხეს გარდა ერთი და ორი გამონაკლისისა. არ ყავდათ გვერდით გამოცდილი პილოტი, რომელიც ადგილზე დაეხმარებოდა და შეასწავლიდა რელიეფს და საფრენ ლოკაციებზე ქარის სპეციფიურობას, რეკომენდაციებს მისცემდა და ზედმეტი რისკებისგან თავის არიდებაში დაეხმარებოდა, ან კიდევ კონკურენციის და ბიზნეს მოტივაციის გამო ერთი ჯგუფი მეორეს არ ასწავლიდა სრულყოფილად. სვანეთის რელიეფი კი იძლევა პარაპლანით ფრენებისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს. ამ მხრივ უნიკალურია მესტიისა და მულახის ხეობა, ბეჩო, ასევე უშგული, სასწავლოდ და საფრენადაც საინტერესო ლოკაციებია სოფ. წვირმი და იფარი, უშგულში. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია რომ მოხდეს ადგილობრივი ახალგაზრდების ადგილზევე მომზადება და სწავლება. სვანეთის რელიეფში ვარჯიში და პარაპლანით ფრენის სწავლა სტუდენტს ბევრად უფრო შეაჩვევს ადგილობრივ საფრენ გარემოს და უფრო გაუადვილდება გარემო-პირობებთან შეგუება ფრენისას. ამასთანავე უფრო მეტ ადგილობრივს მიეცემა შესაძლებლობა ადგილზევე ვარჯიშის და საკუთარი თავის შესაძლებლობების პოვნის ამ სპორტში. ადგილზევე პატარ-პატარა გამოცდილებების ერთმანეთთან გაზიარება უფრო მეტი შედეგის მომცემია, ვიდრე თბილისის ან გუდაურის საფრენი ლოკაციებიდან სვანეთის საფრენ ამინდზე თუ ლოკაზიაზე მსჯელობა. პარაგლაიდინგის აქტივობის არ არსებობა ზემო სვანეთის ტერიტორიაზე ნიშნავს რეგიონისთვის დამატებითი შემოსავალის დაკარგვას. ტურისტს ჩვენი სამზარეულოს დაგემოვნების გარდა ძალიან აინტერესებს და ითხოვს მსგავს სამთო ექსტრემალურ აქტივობებს. სათხილამურო სპორტისგან განსხვავებით პარაგლაიდინგით სვანეთის რეგიონში შეიძლება დაკავდე ზამთარ-ზაფხულ. მსგავსი შესაძლებლობა მსოფლიოს ძალიან ცოტა ქვეყანას თუ აქვს. ცაზე პარაპლანით ფრენები, რომელიც ასე თვალსაჩინოა, ძალიან ალამაზებს და მიმზიდველს ხდის ტურისტულ ატმოსფეროსაც.
– გთხოვთ, აღწერეთ პროექტის მიზანი და ამოცანები, მათი მიღწევის გზები, განხორციელების ადგილი და ვადები
ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანია პარაგლაიდინგის, როგორც სპორტის ცნობადობის გაზრდა და კომერციულად მომგებიან პროფესიის გავითარება და პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და მათთვის დასაქმების ხელშეწყობა მესტიის მუნიციპალიტეტში (მულახი, მესტია, წვირმი, უშგული, ბეჩო), რომლის მისაღწევად ჩვენი ამოცანაა პარაგლაიდინგის უნარ-ჩვევების გაძლიერება ახალგაზრდებში და საფრენი ლოკაციების შესწავლა ამინდის და რელიეფის შესაბამისად. ძირითადად აქცენტი გვაქვს ადგილობრივ მოწყვლად ჯგუფებზე – 22 წლამდე ახალგაზრდა გოგო ბიჭებზე, სოციალურად დაუცველებზე, დევნილებზე. ჩვენი ამოცანების განსახორციელებლად ვგეგმავთ გუგლში თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელებას, შეხვედრებს სკოლებსა თუ ადგილობრივ სოფლის გემგეობებთან, ახალგაზრდების შერჩევას და თეორიულ თუ პრაქტიკულ მეცადინეობებს შერჩეულ ლოკაციებზე რომელიც კარგია პარაპლანით საფრენად. ასეთი ლოკაციებია უამრავია ზემო სვანეთში, სადაც პერიოდულად, ადგილობრივი მიწის მფლობელებთან შეთანხმებით, ვივარჯიშებთ და ვიფრენთ. ვარჯიშის, სწავლის და საფრენი ლოკაციების ათვისება გაგრძელდბა ინვენტარის შეძენის შემდეგ 4-5 თვე, ასევე მოვაწყობთ პარაგლაიდინგის ტურებს საქართველოს მასშტაბით და გავაცნობთ პროექტის ფარგლებში ჩართულ ახალგაზრდებს თბილისის, რუსთვის, გუდაურის, გონიოს, კახეთის საფრენ ლოკაციებს
– გთხოვთ, აღწერეთ დეტალურად, რის გაკეთებას გეგმავთ პროექტის ფარგლებში, მოსალოდნელი შედეგები და შედეგების გაზომვის გზები. მიუთითეთ, როგორ უზრუნველყოფს პროექტი სხვადსხვა ჯგუფების (ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების, შშმპ-ების და ა.შ) მონაწილეობას პროექტის განხორციელების ეტაპზე, რა ინსტრუმენტების გამოყენებას აპირებთ სხვადასხვა ჯგუფებზე ზეგავლენის შესაფასებლად (ქალები, მამაკაცები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვ.)
აქტიურად ვგეგმავთ სწავლბის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა გზებით, ჩვენს საიტზე www.Xcaucasus.ge ინფორმაციის გამოქვეყნებას და სხვადასხვა სოციალური ქსელებში დაბუსტვას ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ასევე საინფორმაციო შეხვედრებს შესაბამისი თემის გამგეობასა თუ სკოლებში. დაინტერესული ახალგაზრდების შერჩევას და თეორიული თუ პრაქტიკული ვარჯიშების ჩატარებას შესაბამის ლოკაციაზე. სავარჯიშოდ ლოკაციის შერჩევას ადგილობრივ ახალგაზრდებთნ ერთად, ასაფრენი და დასაჯდომი ლოკაციების შერჩვას. ადგილობრივ მოსახლეობასთნ და მიწის მეპატრონეებთან ინფორფორმაციის გაცვლას, რომ ჩვენ ეკომეგობრული პროექტი ვართ და არ ვაპირებთ არაფერის ჩადგმას, გაფუჭებას, აშენებას თუ შეცვლა გადაკეთებას. გამოვიყენებთ მხოლოდ სივრცეს, სადაც კარგი ჰაერია და პერიოდულად გავივლით ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე. სხვა მეტი დამატებით ამ თუ იმ კონკრეტული მიწის ნაკვეთისგან ჩვენ არაფერს ვითხოვთ. სამომვლოდ კი ისევ ადგილობრივი და მათი თემის ახალგაზრდები დასაქმდებიან ამ ტერიტორაიზე.
თეორიული და პრაქტიკული მეცადინეიბის შემდეგ დამოუკიდებელი სოლო ფრენებისთვის მათი მომზადება, რაც შეიძლება მეტი და მეტი ფრენის განხორციელება, პირველი დამოუკიდებელი ფრენების განხორციელება ინსტრუქტორთნ ერთად და ლოკაციის ათვისება, ადგილობრივი ჰაერის ნაკადების შესწავლა და შეგუება სტუდენტებისთვის.
ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია სწორედ რომ მოხდეს ადგილობრივი ახალგაზრდების ადგილზევე მომზადება და სწავლება. სვანეთის რელიეფში ვარჯიში და პარაპლანით ფრენის სწავლა სტუდენტს ბევრად უფრო შეაჩვევს ადგილობრივ საფრენ გარემოს და უფრო გაუადვილდება გარემო-პირობებთან შეგუება ფრენისას. ადგილზევე პატარ-პატარა გამოცდილებების ერთმანეთთან გაზიარება უფრო მეტი შედეგის მომცემია, ვიდრე თბილისის ან გუდაურის საფრენი ლოკაციებიდან სვანეთის საფრენ ამინდზე თუ ლოკაზიაზე მსჯელობა.
– სად გეგმავთ თქვენი საქმიანობის განხორციელებას, რომელ თემში, თუ შეუწყობს ხელს პროექტი თემებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას?
ჩვენი პროექტექტის ფარგლებში მოძიებული საფრენი ლოკაციები, რომელიც იქნება სხვადასხვა თემში, ხელს შეუწყბს ამ თემებს შორის ახალგაზრდების დაახლოებას, კონკრეტული საფრენი ლოკაციის გაცნობას, ამინდის თუ რელიეფის მიხედვით. ვარჯიშის თუ თრეინინგის პერიოდში ჩვენ გუნდურად ვიფრენთ ჩვენს მიერ სხვადასხვა თემებში მოძიებულ ლოკაციებზე ამინდის შესაბამმსიად, რათა პრაქტიკაში გავიგოთ ამა თუ იმ ლოკაციაზე შესაბამისი ფრენის ამინდის ნიუანსები, ხეობიდან შემომავალი თუ ძირითადი ქარის მიმართულებები. ვარჯიში და თრეინინგები ხელს შეუწყობს ამ თემებს შორის დაახლოებას ეკონომიური თუ სოცილაური კუთხით. ჩვენი ძირითადი ამოცანაა რომ ამ თემებიდან იყოს შერჩეული მინიმუმ 2-2 ახალგაზრდა, ვინაიდან ადგილობრივები მეტად აკვირდებიან ლოკალურ ამინდს და შეუძლიათ უკეთ შეისწავლონ ეს ლოკაცია. საფრენი ლოკაციები შეიძლება იყოს თემის სარგებლობაში და ადვილად გამონახონ საერთო ინტერესი. გარდა ზემო სვანეთში თემებს შორის დაახლოებისა ვგეგმავთ საქართველოს მასშტაბით პილოტებთნ დაახლოებას და გაცნობას კონკრეტულ საფრენ ლოკაციებზე, სპორტული თუ კომერციული კუთხით აზრების გაზიარებას სამომავლო გეგმებზე.
– გთხოვთ, მოკლედ აღწერეთ თქვენი კლუბის – Xcaucasus მოკლე ისტორია, აღნიშნულ სფეროში შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია, როგორ პასუხობს თქვენი კლუბის მიზნები სხვადასხვა ჯგუფების (ქალები, მამაკაცები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვ.) საჭიროებებს და რა ინიციატივებს ახორციელებთ ამ ჯუფების საჭიროებების საპასუხოდ.
ჩვენ საინიატოვო ჯგუფს – ლაშა ჯაპავას და ირაკლი ხვისტანს გვაქვს პარაგლაიდინგის სფეროში ერთად 2 წლიანი ეთობლივი მენეჯმენტის გამოცდილება, საერთო ინტერესისი მქონე მეგობრებთან ერთან შევქმენით პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის კლუბი – Xcaucasus. ამ მიმართულებით პერიოდულად ვახორციელებდით სწავლებას გუდაურში, რუსთავის, თბილისის, ბათუმის თუ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე ტანდემ კომერციულ ფრენებს. ირაკლი ხვისტანი კარგად იცნობს მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თემებს და ძალიან გვეხმარება ახალგაზრდებთან ურთიერთობაში პარაგლაიდინგის პოპულარიზაციაში.
ჩვენს მიერ დათრეინინგებულ სტუდენტებს შეუძლიათ შიდა გამოცდები ჩაბარონ და აიღონ ნებისმიერი კლუბის თუ ფედერაციის სერთიფიკატი თუ ლიცენზია. პირადად მე, პროექტის ავტორს, მაქვს 6 წლიანი აქტიური გამოცდილება ამ სფეროში. დღესაც აქტიურად ჩართული ვართ ახალი პილოტების მომზადებით და სწავლებით. პარაგლაიდინგის სასწავლო სილაბუსის მომზადებით. პარაგლაიდინგის ფრენის სწავლებით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული და გვინდა რომ ამ პროექტის დახმარებითაც აქტიურად ჩავერთოთ მათი მომზადება-გადამზადების პროცესში.
– გთხოვთ, აღწეროთ, რის გაკეთებას აპირებთ პროექტის გარემოზე გავლენის შესაფასებლად და როგორ უზრუნველყოფთ, რომ წარდგენილი პროექტი და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა არ შეუქმნის რაიმე საფრთხეს გარემოს და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას გარემოს დაცვის შესახებ.
პარაგლაიდინგი – ეს არის სპორტის ის სახეობა რომელიც უშუალოდ დამოკუდებულია ბუნებრივ გარემო-პირობებთან, სწორ ამინდზე, ჰაერის თერმულ და დინამიურ ნაკადებზე, ფრენისას არ გამოიყენება არანაირი საწვავი, სასტარტო და დასაჯდომი მოედნები მორგებულია ბუნებრივ პირობებზე და არ საჭიროებს შეცვლას. გარდა ზამთრის სასტარტო მოედნებისა, სადაც სტარტისთვის საჭიროა, რომ თოვლი იყოს დატკეპნილი, რათა ფახი არ ჩაგეფლოს თოვლში და შეგეძლოს სირბილი გაფრენის წინ. ზემო სვანეთში ბევრგანაა ისეთი ალპური ზონები, სადაც დიდი მინდვრებია სავარჯიშოდ, ასაფრენად და დასაჯდომად. ასაფრენ და დასაჯდომ ადგილას საჭიროა მხოლოდ ეკიდოს ქარის მიმართულების და ცვალებადობის მანიშნებელი, რომელსაც შეიძლება ასევე განიშნებდეს ხის ფოთლები თუ სახლიდან ამოსული დანთებული ცეცხლი კვამლი საკვამურიდან. პარაგლაიდინგით ფრენისას ზემოდან უყურებ ბუნებას და გეუფლება 3D –ში ბუნების აღქმა. საფრენად ასვლისას შეიძლება მიგქონდეს წყალი და სხვადასხვა საჭმელები, ტურისტები რომლებიც ფრენებით არიან დაინტერესებული გაფრენის ინსტუქციაა სწორედ ბუნების აღქმა და მის მიმართ სიყვარული, შესაბამისად ბუნებაში რომ არ შეიძლება ნაგავის დაყრა და ნარჩენების დატოვება. პარგალიდინგის ჩანთას აქვს უამრავლი ჯიბე, სადაც შეიძლება გამოყენებული პლასმასი ჭურჭელი ჩავალაგოთ თუ დაყრილი ავაგროვოთ და დავასუფთავოთ ბუნება და ამით მივცეთ მაგალითი სხვას.
– გთხოვთ, აღწეროთ, როგორ წარმოგიდგენიათ პროექტების შედეგების შენარჩუნება და გაფართოება პროექტის დასრულების შემდეგ. რა არის თქვენი სტრატეგია, პროექტის შედეგების შესანარჩუნებლად და გასაფართოვებლად, მათ შორის არსებული ბენეფიციარებისთვის, დამატებითი თანხების მოძიებისთვის, საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ.
ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენს მიერ გადამზადებულ სტუდენტებს შეეძლებათ დამოუკიდებლად განახორციელონ სოლო თუ ტანდემ ფრენები. კომერციული ფრენების განსახირციელებლად მას შეუძლია დამოუკიდებლად შეიძინოს ინვენტარი, მიიღოს მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროექტებში, როგორიცაა ,,აწარმოე საქართველო” თუ სხვა, ასევე დააინტერესოს სხვადასხვა ბიზნესმენები, რომლებიც მზად არიან პარაგლაიდინგის პილოტი ინსტრუქტორიებისთვის დასაქირავებლად, რომლებიც ასე დეფიციტურია საქრთველოში. ჩვენი მიზანია სწორედ მესტიის მუნიციპალიტეტში იყოს ადგილობრივი პილოტები და ბიზნესმენებმა ადგილობრივებთან ითანამშრომლონ და არა არარეზიდენტ ინსტრუქტორებთან. ჩვენს მიერ გადამზადებულ სტუდენტებს შუძლიათ გაწევრიანდნენ თავიანთი სურვილისამებრ საქართველოს მასშტაბით არსებულ კლუბებში ან შექმნან თვიანთი კლუბი. ჩვენი მიზანია სწორედ მსგავსი კლუბის ჩამოყალიბება მესტიის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოტივირებული იქნება პარაგლაიდინგის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე. ჩვენ კი დავეხმარებით ამ მიმართულებით საჭირო ინფორმაციის თუ ინვენტარის მოძიებაში, ეს იქნება უსაფრთხოებს კურსის გავლა, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა თუ ორგანიზება მესტიის მუნიციპალიტეტში. გვინდა შეიქმნას ისეთი კლუბი, რომელიც იზრუნებს პარაგლაიდინგით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშეწყობაზე, რომლის წევრებსაც ეცოდინებათ შესაბამისი ლოკაციის ამინდის, ასაფრენი და დასაჯდომი რელიეფის შერჩევა, ასევე ადგილობრივ სივრცეში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, რომლებიც დამოუკიდებლად განვითარდებიან და დამატებით მოიზიდევენ ამ აქტივობით დაინტერესებულ ტურისტებს. შესაბამისად ხელს შეუწყობენ ამ სპორტის განვითარებას, როგორც რეგიონში, ასევ მთელს საქართველოში. თუ სათხილამურო სპორტს აქვს მხოლოდ ზამთრის სეზონი, პარაგლაიდინგით ახალგაზრდები შეიძლება დაკავდნენ, როგორც ზაფხულში ასევე ზამთარში სათხილამურო კურორტების ზონაზე. კომერციულ მოტივაციის გარდა სპორტის ეს სახეობა იმდენად ლამაზია და სანახაობრივი ზემოსვანეთის ტურისტულ რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ამის ნათელი მაგალითია საქართველოში გუდაური, სადაც სრილათან ერთად გუდაურის ცაზე 100 მეტი სოლო თუ ტანდემ პილტი დაფრინავს. რაც უფრო მეტი ფრთა არის ცაში გაშლილი მით უფრო დიდია ტურისტების დაინტერესება ამ აქტივბის მიმართ. სპორტის ამ მიმართულებას აქვს კომერციული განვითარების უამრავი განშტოება, როგორიცაა ინვენტარის შეკეთება, დილერობა, მეორადი ინვენტარების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება და საფრენი ლოკაციებისკენ გამყოლი გიდობა და აშ. ეს უკვე ბიზნესია, რომელიც მომავალში თვითონ იპოულობს განვითარების კალაპოტს, მაგრამ აუცილებელი რეგიონში ამ უნარების განვითარება და მდგრადობა, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი სივრცის შექმნა, რათა მოხდეს ამ მიმართულებით უნარების მოტივაცია.
– ინვენტარი რომელსაც ჩვენ პროექტის ფარგლებში შევიძენთ დარჩება სვანეთის კლუბს და მისი გამოყენება შეეძლებათ კლუბის წევრ ახალგაზრდებს.