პარაგლაიდინგი ეს არის ექსტერმალური სპორტის ერთ-ერთი სახეობა რომელსაც არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს ის მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ევროპაში იღებს სათავეს და დღემდე უფრო და უფრო უსაფრთხო და პოპულარული ხდება მსოფლიოს მასშტაბით. გამონაკლისი არც საქართველოა
ჩვენი ქვეყანა კი, მისი მთიანი რელიეფით, პარაგლაიდინგის განვითარების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში. კავკასიონის მთათა სისტემა და ბუნებრივი კლიმატი პარაგლაიდინგის, როგორც სპორტის განვითარების ძალიან დიდ პოტენციალს იძლევა.
პირველი აქტივობები ამ მიმართულებით 90-იან წლებში დაწყო. უცხოელი და ადგილობრივი პარაგლაიდერების მიერ მათი დიდი დამსახურებაა რო ამ სპორტის და ფრენის ინტერესი დღითიდღე იზრდება
და ამიტომაც 2019 წელს გადავწყვიტეთ რამოდენიმე ახლო მეგობარმა რომლებსაც პარაგლაიდინგით ფრენის სიყვარული გავერთიანებდა შეგვექმნა პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის კლუბი Xcaucasus-ი და მიზნად დავისახეთ ამ სპორტის კიდევ უფრო განვითარება სხვა კლუბების პარალელურად.