წინამდებარე მემორანდუმი წარმოადგენს აიპ საქართველოს პარაგლაიდინგის განვითარების კლუბ Xcaucasus წევრი ტანდემ
პილოტებსა და გაფრენის მსურველ კლიენტებს (შემგედში მგზავრი) შორის უსაფრხოებისა და რისკის ნორმების გაცნობას,
მგზავრის უფლებებსა და მოვალეობებს ფრენის პროცესში. აიპ Xcaucasus წევრი ტანდემ პილოტები, რომლებიც თავის მხრივ
არიან იურიდიული პირები – მცირე მეწარეები, ვალდებულნი არიან გააცნონ გაფრენის წინ ყველა მგზავრს წინამდებარე
მემორანდუმი. Xcaucasus მხოლოდ და მხოლოდ ზრუნავს პარაგლაიდინგის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ტანდემ
პარაგლაიდინგის სერვისის ამღლებაზე, მახრეებს შორის – პილოტსა და მგზავრს შორის რისკების, უფლებების და
მოვალეობების ინფორმირებულობაზე.
პილოტი ვალდებულია:
1. გაუწიოს პარაგლაიდინგის გაფრენის წინ მოქცევის ინსტრუქტაჟი მგზავრს;
2. დაიცვას პარაგლაიდინგის ინსტრუქციები და უსაფრთხოების ნორმები;
3. საფრენი აღჭურვილობა ქონდეს წესრიგში და გაფრენის წინ ყოველთვის გადაამოწმოს იგი
3. დაიცვას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უსაფრთხოების მითითებები;
5. პილოტი უფლებამოსილია გააუქმოს ფრენა და არ აუნაზღაუროს გადახდილი თანხის 50 % მგზავრის ნერვული
აშლილობის/ავადმყოფობის/სიმთვრალის შემჩნევისას ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ინსტრუქციის დაუცველობის
შემთხვევაში.
6. ტანდემ პილოტი უფლებამოსილია დააყოვნოს, გადადოს ან გააუქმოს ფრენა არახელსაყრელი ამინდის შემთხვევაში, რა
დროსაც ვალდებულია მგზავრს თანხა დაუბრუნოს მთლიანად უკან.
7. ტანდემ-პილოტი ანგარიშ-ვალდებულია მგზავრთან თვითონ აწარმოოს ფინანსური ანგარიშსწორება და ამ მხრივ
იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებობის დაცვით
მგზავრი ვალდებულია:
1. იყოს ფხიზელი, არ უნდა იყოს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, უნდა იყოს საღად მოაზროვნე და ადეკვატური,
ჯანმრთელობის მდგომარეობა ქონდეს წესრიგში. ორსული ქალებისთის დაუშვებელია ფრენა;
2. სწრაფად და ზუსტად დაიცვას პილოტის ინსტრუქციები;
3. თუ მგზავრი არ არის 16 წლამდე ასაკის, მშობელი ან მეურვე თან უნდა ახლდეს მას გაფრენის წინ ინსტრუქციის გაცნობისას.
4. გააცნოებიეროს რომ პარაგლაიდინგი არის ექსტრემალური სპორტის სახეობა და ფრენის უსაფრთხოება პილოტის
გამოცდილებასა და გამართულ აღჭურვილობაზე უფრო დამოკიდებულია ამინდზე და ბუნებრივ პირობებზე. გააცნობიეროს,
რომ მან შეიძლება იტკინოს, დაიზიანოს, მოიტეხოს სხეული ან კიდევ მიყენებული ტრამვით გარდაიცვალოს კიდევაც. მსგავსი
უბედური შემთხვევის დროს იგი საკუთარი ან ოჯახის სახსრებით ზრუნავს მის ჯანმრთელობის გამოსწორებაზე. გააცნობიეროს,
რომ ეს არის ექსტრემალური სპორტი და საქართველოს არც ერთი სადაზღვეო კომპანია არ ანაზღაურებს პარაგლაიდინგით
ფრენისას მიყენებულ ტრამვას. შესაბამისად, არც პილოტი არ იღებს ვალდებულებას მსგავსი უბედური შემთხვევის დროს
დაზარალებულ მგზავრს გაუწიოს ფინანსური თანადგომა. მხარეები მხოლოდ ვალდებულნი არიან მსგავსი უბედური
შემთხვევის დროს ერთმანეთს გაუწიონ პირველადი ფიზიკური და მორალური დახმარება.
5. თუ მგზავრი ფრენას გააუქმებს მემორანდუმზე ხელმოწერის მერე, იგი ვალდებულია მცირე მეწარმე – ტანდემ პილოტს
აუნაზღაუროს გადახდილი თანხის 50%. თუ მგზავრი ფრენას გააუქმებს მემორანდუმზე ხელმოწერამდე მას გადახდილი თანხა
მცირე მეწარმე – ტანდემ პილოტმა მთლიანად უნდა დაუბრუნოს.