რამოდენიმე ხნის წინ დაიდო ერთერთი რუსი Youtube ვლოგერის ვიდეო

რამოდენიმე ხნის წინ დაიდო ერთ-ერთი რუსი იუთუბ ვლოგერის ვიდეო

,,Вся правда о полетах на парапланах в Гудаури“ სადაც წარმოჩნილია და ხაზი გასმული თუ როგორი საშიშია გუდაურში პარაპლანით ფრენა, აქცენტი იმისკენაა მიმართული რომ კომერციული მოტივაციის გარდა პილოტები არ ზრუნავენ მგზავრების უსაფრთხოებაზე, აკლიათ გამოცდილება და ზოგადად ვიდეო ლახავს ქართული პარაგლაიდინგის ავტორიტეტს, ქართველი პილოტების იმიჯს და კერძოდ გუდაურში ტანდემ პარაგლაიდინგის დაკნინებისკენააა მიმართული. რუსული სოცილური კამპანიაც ისე წარიმართა რომ ქართული სივრცეც ძალიან პასიურობდა და უპასუხოდ დარჩა უამრავი არასწორად დასმული კითხვა. 2 წლის წინ იუთუბზე დადებული ამ ვიდეო  ჩვენ სულ ახლახან გადავაწყდით და ის მართლაც ძალიან ბევრი კუთხით არის საინტერესო და ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინე დეტალური ანალიზი და გაგვეცნო საზოგადოებისთვის (ანალიზის ავტორი – ლაშა ჯაპავა)

 

  • ვიდეოში კარგად ჩანს გუდაურში ტანდემ პარაგლაიდინგის დატვირთული მუშაობა პანდემიამდე და ტურისტების მიმართ დიდი მოთხოვა ამ აქტივობის მიმართ, დღეში საშუალოდ 200-300 მდე ტანდემ ფრენა ხორციელდებოდა და დაახლოებით 100-მდე პილოტი დაფრინავდა


  • ვიდეოში კარგად ჩანს გუდაურში ტანდემ პარაგლაიდინგით დასაქმებული პილოტების სტარტები, გამოცდილება.  კუდების მთაზე თუ როგორ სტარტავენ სხვადასხვა კლუბის წარმომადგენელი  ქართველი, რუსი თუ კოლუმბიელი პილოტები. ვიდეოში აქცენტი გაკეთებულია სწორედ გუდაურში წარმოდგენილი პილოტების ფეილ სტრატებზე, თითქოს  ისინი მხოლოდ ქართველი პილოტები არიან და გუდაურის პილოტებთან არ უნდა იფრინო.


  • ვიდეოში კარგად ჩანს სასტარტო მოედნების  სივრცის ნაკლებობა, რაზეც განსაკუთრებული ყურადღებ გვინდა გავამახვილოოთ. გუდაურში ეს სივრცე ყოველწელს სულ უფრო და უფრო ვიწროვდება, ჯერ სასტარტო მოედანზე კაფე ვიტამინი ჩაიდგა.  როგორც სათხილამურო ტრასეისზე არ შეიძლება კაფეების ჩადგმა და გასხვისება,   შესაბამისად ყოვლად დაუშვებელია პარაგლაიდინგის სასტარტო სპორტული  მოედნების გასხვისება  და შენობა ნაგებობის ჩადგმა.  წელს კიდევ ერთი ახალი ბოძით გადმოიწია  იმ რადიუსმა, სადაც შემოფარგლული იყო პარაგლაიდინგის სტარტისთვის განკუთვნილი სივრცე. ეს იმას ნიშნავს რომ არა თუ ხელისშეწყობა ხდება ამ სპორტის მიმართ, არამედ ყოველთვს მიზანმიმართულად ხდება ხელისშეშლა. არაა არც ერთი ოფიციალური  დასაჯდომი მოედანი მოწესრიგებული არ ზამთრის და არც ზაფხულის დასაჯდომი მოედანი, რაც ყოველთვის ზრდის აფრენა-დაფრენისას რისკის ფაქტორებს.  უსაფრთხოებაზე მხოლოდ პილოტი ვერ იზრუნებს თუ არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და გვერდში დგომა ელემენტარული ასაფრენი და დასაჯდომი მოედნების მოსაწესრიგებლად თუნდაც ტურისტულად ისეთ მნიშვნელოვან ლოკაციებზე როგორიცაა გუდაური


  • ვიდეოში ასევე კარგად ჩანს გუდაურში პარაგლაიდინგის ირგვლივ დასაქმებული უსაფრთხოების ბიჭების ენერგიული და თავდაუზოგავი მუშაობა. 

 

სანამ თითოელი საკითხის ანალიზს მივადგებით, ისიც უნდა ვთქვათ რომ ეს ვიდეო გადაღებულია 2018/19 წლის ზამთრის სეზონზე, როცა საქართველოში ტურიზმი ყვაოდა, შესაბამისად გუდაურში ტანდემ პარაგლაიდინგიც მთელი დატვირთით მუშაობდა, ერთი ფრენა 100 დოლარის ექვივალენტით ლარებში ღირდა. როცა კომერციული ბაზრის დიდი ადგილი რუს პილოტებს ეკავათ და დიდი კონკურენცია მიდიოდა რუს და ქართველ პილოტებს შორის. როცა რუსული კანტორები ნელნელა კარგავდნე ავტორიტეტს  ამ სფეროში. ამ ვიდეოს წინ უსწრებდა გუდაურში ერთ-ერთი რუსი პილოტის ცნობილი ინტრიგნული საქციელი და ქართველ პილოტებთან ჩხუპის პროვოცირება. სხვადასხვა რუსული  სოციალური ქსელების თუ მედიის საშუალებით აქტიური შავი პიარკამპანის წარმართვა გუდაურში ქართველი პილოტების მიმართ, მათ არაპროფესიოანლიზმზე თუ უხეშ საქციელებზე. ეს ვიდეოც სწორეთ ამ შავი პიარკამპანიიის მცდელობის ნაწილია და მცდელობა გუდაურში ქართველი პილოტების დაკნინებისკენ მიმართული, მაგრამ ვიდეოს ავტორი ბევრ რამეში არ გაუმართლა 

 

1) არ გაუმართლა იმაში რომ ვიდეოს ავტორს ვიდეოს გმირი ,,დედმაროზი“ ქართველი პილოტი ეგონა. მაგრამ ტოლერატობა და დიდსულვნება ქართულ ხასიათში ბევრად დიდია ვიდრე კონკრეტული დაპირისპირება თუ  ბიზნეს ინტერესი, რაც კარგად ჩანს ამ ვიდეოში – ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ბიჭების აქტიურად და მთელი ენერგიით ეხმარებიან  ნებისმიერი ეთნუიკური  წარმომავლობის პილოტებს, თუნდაც იმ რუს პილოტებს, რომლებიც ქართველი პილოტების ელემენტარულ ფეილების ამსახველ კადრებს ტელეფონებით თუ გოუპროებთ ხელში დასდევდნენ რომ სოციალურ ქსელებში გაევრცელებინათ. ვიდეოში კარგად ჩანს როგორ ეხმარებიან რუს ,,დემაროზის” ფორმაში გამოწყობილ პილოტს გაფრენის წინ, რომელიც თვისი პროფესიულ საქმიანობაში ძალიან დაბალ გამოცდილებას ავლენს სტარტისას, როგორ ეხმარებიან ბოლომდე 25 მცდელობის მიუხედავად. როგორ ეხმარებიან ანატოლი მიხაილუტას, რომელიც ამ კონფლიქტის უშუალო წამომწყები იყო და აჭრელებული ქონდა სოციალური ქსელები ქართველი პილოტების მიმართ ღირსებაშემნახველი ვიდეოებით. სწორედ მის მიერ ზაფხულის სასტარტო  მოედნის იჯარით აღებას და ქართველი პილოტებისთვის სასტარტო ლოკაციაზე არ შეშვებას მოყვა ადგილობრივი პილოტების უკმაყოფილება რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვიდეოში კარაგდ ჩანს ნარინჯისფერი ფრთა, (იხ ფოტო #1) რომელიც ცდილობს ჯიუტად  დამხმარების გარეშე დასტარტოს ძლიერ ქარში და როცა ამას ვერ ახერხებს ერთერთი ქართველი ბიჭი მიდის და ეხმარები გაწევაში, ეხმარებიან დასტარტვაში კატიას, ეხმრებიან კოლუმბიელ პილოტებს. სწორედ ეს იყო ქართული დიდსულოვანი პასუხი ამ მოვლენების.

 

2) არ გაუმართლა იმაში რომ ვიდეოში ქართველი პილოტების ბევრად დიდი პროფესიონალიზმი ჩანს სტრატისას ვიდრე მისი თნამემამულეების. აქ ნაჩვენები 9 სტარტინდან  5 ქართველი პილოტია, რომლებიც ყველა იდეალურად სტარტავს და ავლენს პროფესიონალიზმის მაღალ დონეს. (ანალიზისთვის ქვემოთ კიდევ დეტალურად განვიხილავთ თითოეულ სტარტს)

 

3) არ გაუმართლა იმაში რომ გუდაურში ამ აქტივობის მიმართ უსარფთხობას ყველაზე დიდი ყურადება ექცევა, ერთ პილოტს ორი ადამიანი ეხმარება და ეს ძალიან გამართული და მოწესრიგებული სამსახურია გუდაურში და ყველაზე მაგრად და სწორად გამართული, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ტანდემ ლოკაციაზე. 

2 უსაფრთხოების პერსონალი ზრუნავს 1 პილოტის დახმარებაზე, სტარტზე და დაჯდომისას.  რადგანაც ტურისტის უსაფრთხოება ყოველთვის უმნიშვნელოვანესია. უსაფრთხოების ბიჭებს ევალებათ გადაამოწმონ პილოტთან ერთად გაფრენის წინ ინვენტარი, უწევენ ინსტრუქტაჟს მგზავს გაფრენის წინ თუ როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გაითვალისწინოს,  მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა მგზავრი ვერ ასრულებს მითითბულ დავალებას და ფაქტიურად საკუთარ თავზე იღებენ  მგზავრისთვის მიცემულ მითითებებს, რომ არ უნდა ჩაჯდეს, რომ არ უნდა გადახტეს უცებ და პილოტს ხელი არ შეუშალოს და წინ გაიქცეს, რადგააც პილოტის სრულყოფილი სტარტი მის წინ მდგომი მგზავრის მოქმედებაზეა ბევრად დამოკიდებული.

 

4) არ გაუმართლა იმაში რომ  ვიდეოს გმირი დედმაროზი რუსი პილოტის პროფესიული გამოცდილება და პასუხისმგებლობა იმაზე ბერად ნაკლებია ვიდრე თნამემამულის გენეტიკური მიდრეკილება ალკოგოლის მიმართ. მაგრამ საქრთველოში ხომ ნებისმიერ არარეზიდენტ პირსაც შეუძლია 5 წუთში დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად და იგივე უფლებებით ისაგებლოს, როგორც ადგილობრივი პირი, აბა სხვა მეტი არანაირი საკანონმდებლო სივრცე და რეგულაციები არ არსებობს ჩვენს სახლემწიფოში  ამ სპორტის მიმართ!!!. თქვენ თვითონ იზრუნეთ თქვენივე რეგულაციებზე თუ უსაფრთხოებაზეო, ვერ გაარკვიეს ეს სფერო სპორტის სამინისტროს ეკუთვნის თუ სამოქალაქო ავიაციას, ან რაზე უნდა დახარჯონ ენერგია და რესურსი, ისედაც ხომ კაი ,,მაყუთს” შოულობენ და თვიათ თვზე თვითონ იზრუნონო – ეს პასუხი გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წლებია, როცა ამ სპორტის რეგულაციებზე მიდგება საუბარი 

 

  • არ გაუმართლა იმაში რომ ასეთი სილამაზის და პარაგლაიდინგისთვის მნიშვნელოვანი და უსაფრთხო ლოკაცია თუ ზოგადად სამთრო ტურისტული ადგილი რუსეთს არ აქვს…. გუდაური ეს არის პარაგლაიდინგის მექა, სადაც ერთ ლოკალურ სივრცეში წარმოდგენილია ყველანაირი სირთულის საფრენი სივრცე.  ამიტომ აქაურ პილოტებს ნებსით თუ უნებლიეთ აქვთ  უზარმაზრი და ბევრად მეტი გამოცდილება დინამიურ თუ თერმული  ნაკადების დამუშავების, ზამთარში თოვლიან საფარზე დასტარტვის, ვიდრე რუსეთის ტრამალ მინდვრებზე ლებიოტკიანი მანქანით ნასწავლი სტარტისა.  ,,პახმელიასთან” ერთად სწორედ ეს იყო ერთერთი მიზეზი იმისა თუ როგორ გაუჭირდა ,,დედმაროზს” მთაში ოდნავ ძლიერ ქარში გაფრენა.

 

ვიდეოში აშკად ისმის ბევრი ძალიან საინტერესო ქართული დიალოგიც და მათ შორის  – ძიაძიაა, ძიაძია რააა – ეჭვი რომ არავის შეეპაროოს ეს ძიაძია რუსი პილოტი რომაა, რომელსაც  ყველა ვიცნოობთ

 

  • ვიდეო რგოლის ავტორი კი იბრალებს მსგავსი სახეობის აქტივობაში ექპერტობას მაგრამ აშკარაა პარაპლანის და კაიტის გარჩევა ერევა ერთმანეში და კვადრატულობით რაღაცას ზომავს, აშკარაა მისი ეთნიკური მიკერძოებულობაც, როცა ის გულმოდგინედ გულშემატკივრობს რუსულ ენოვან პილოტს – კატიას. არ იცოდა რომ დედმაროზი რუსი პილოტი იყო თორე ამ ვიდეოსაც ხომ არ ატვირთვდა, არ მოელდა ადგილობრივი ბიჭები თუ მას ასე დაეხმარებოდნენ. 
  • ვიდეოს ავტორი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ძალიან ძვირს იხდიან და მომსახურების სერვისი და უსაფრთხოებაზე ზრუნვა საერთოდ არ არის დაცული. ცნობისთვს პარაპლანის კომპლექტი, რითაც პილოტი დაფრინავს 5000 ევრმდე ღირს, რომელიც 2 წელი თუ გაუძლებს, გააჩნია რა დატვირთვით იფრენს, აქვს დიდი ცვეთა და გახევის დიდი რისკი.  არცერთი სადაზღვევო კომპანია არ აზღვევს ამ ექსტერმალური სპორტის სახეობას და ნებისმიერ ინციდენტზე თვითონ უნდა აგოს პასუხი, როგორც ფინანსურად ასევე მორალურად და კანონის წინაშე. კუდებამდე ასავლელად 2 საბაგიროს გამოცვლა უწვს და შესაბამისად 4 ბილეთის აღება,  კლუბის ირგვლივ მომუშავე უსართხოებს ბიჭებზე შესაწირის სახით შეტანა, ხოლო ყველა მოყვანილ კლიენტზე ტურისტული კომპანიები  20%  იტოვებენ … დიახ ეს არის ძვირიანი სპორტი და ძვირიანი მომსახურება, რომლის ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანიცაა დასაქმებული. მაგრამ ამავედროს უზომოდ დიდი ადრენალინი მგზავრისთვის და დაუვიწყარი  მოზღვავებული ემოციებიი, ამაზე მაინც არ უნდა ვიდაოოთ  ….

 

სტარტების ანალიზი 

 

 

ამ ვიდეოში ვხედავთ 9 პარაგლაიდინგის პილოტის  სტარატს და  გვიდნა თითოეული სტარტის ანალიზი წაროგიდგინოოთ და 100 ქულიანი შეფასებით მივაჭოთ ქულები, რათქმა უნდა მხოლოდ ამ ვიდეოს მიხედვით. 

 

  • აქ რაც სტარტებია ნაჩვენები ყველაზე სწორი და 100 ქულიან შეფასებას მივცემდი @Nika Rostiashvili სტარტს ღია ლურჯი სორას ფრთით 1) პილოტი აანალიზებს რომ ქარი ძლიერია და ქარი ვერ გაჭრას და ქედზე ოდნავ დაბლაა ჩამოსული 2) პარაპლანის გუმბათი ლოტუსივით აქვს დაკეცილი შეგნებულად ქარმა, რომ ხელი არ შეუშალოს 3) სტარტავს რევერსულად  და ფრთას იდეალურად აკომპენსირებს. 

 

 

  • 90 ქულას დავუწერდი მწვანე Sky paraglider პილოტს – ლაშა ჯაპავას.  1) + სტარტი ძლერ ქარში რევერსულად 2) + სტარტისას პარაპლანის გუმბათის ზუსტი  კომპენსირება  3) სასტარტო სივრცეს უწევს ანალიზს და ცდილობას ხელი არ შეუშალოს სხვა პილოტებს, პირიქით ახერხებს რომ დაეხმაროს კიდევაც. 4) – ოდნავ დაბლა  უნდა ჩამოსულიყო ქედზე და ფრთა ლოტუსივით გაეშალა


  • მოწითალო ჭრელ BGD  ფრთა – გოგო პილოტს კატიას დავუწერი 80 ქულას. 1) რევერსული სტარტი იდეალურად მაგრამ ოდნავ აგვიანებს ფრთის დაკომპენსირებს და წინ ასწრებს ოდნავ გუმბათი 2) უსაფრთხოების ბიჭების ხარჯზე გადის ფაქტიურად მაგრამ მაინც ახერხებს პირველივე მცდელობაში ასეთ ქარში დასტარტვას და გაფრენას


  • 70 ქულას დავუწერდი ნარინჯისფერ ანატოლი მიხაილუტას სტარტს. 1)  ძლიერ ქარში ცდილობს დახმარების გარეშე გავიდეს და ერთხელ ფრთა უვარდება 2) როტორულ ქარში აშკარად გრძნობს ფრთას და იდეალურად ახერხებს დააკომპენსიროს პარაპლანი, თუმცა დახმარება მაინც დასჭირდა .

 

 

  • 60 ქულა ბიგოლდენი თეთრი მოწითალო ფრთა – კოლუმბიელი კამილო ბროზერა )) 1) +  აანალიზებს რომ ძლიერი ქარია და ქედზე ოდნავ დაბლაა ჩამოსული. 2)+ მიუხედავდ იმისა რომ უსაფრთხების ბიჭებს თოვში ერთმანეთში აირივნენ და ცოტა არაკომფორტულად მოუწია სტარტი მაინც იდეალურად ახერხებს ეგრევ დაკომპენსირებას და ჰაერში ფრთის დარეგულირებას 3) რევერსულის ნაცვლად პირადპირი სტარტით გადის ასეთ ქარში და უსაფროების ბიჭების გაზწევაზეა დამოკიდებული

 

 

  • 50 ქულა ლურჯი ბიონის სტარტი ლევან ბუხაიძე 1) მთლიანობაში უსაფრთხოდ გავიდა მაგრამ პირველი სტარტზე ფრთა დუვარდა და პირდაპირი სტარტით დასტარტა და მთიანად მინდობილი იყო უსაფრთხოების ბიჭების მოტივაციაზე


  • პირველი ორი ქართველი პილოტის   სტარტი დათო სეთურიძის – ნარინჯისფერი ფრთით და ვაკო ზაქაიძის ლურჯი ფრთით აშკარად ჩანს რომ იდეალურია მაგრამ მხოლოდ გაფრენის წინა მომენტია ნაჩვენებია და დეტალურად ვერ შევაფასებთ 

 

აი ესაა ნამდვილი სურათი ამ ვიდეოსი და ზოგადად გუდაურში პარაგლაიდინგის და არა ის აქცენტები რაზეც პატივცემული ვიდეოს ავტორი მიგვანიშნებს და  კომენტარებში ვკითხულობთ 

 

ხო, დედმაროზის სტატრის ანალიზი ნამდვილად არ ღირს, მსგავსმა პილოტმა ინსტრუქტორის მითთების გარეშე სოლოშიც კი  არ უნდა იფრინოს , არათუ ტანდემში საქართველოში ჩამოსული ტურისტი ანდო და ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეალახინო…..

დაწერეთ კომენტარი